ირაკლი გიორგაძის პერსონალური გამოფენა ურბანული, ცნობიერი და შემთხვევითი მომენტალურობის ზღვარზე ყოველდღიურობის პროცესით ინტერესდება, რომელიც ხშირად შეუმჩნევლი გვრჩება. გამოფენაზე წარმოდგენილი შავ-თეთრი ანალოგური ფოტოსერია, მომენტთან მიახლოების, ემოციური დაძაბულობის შტრიხებით კომპოზიციურ დინამიურ პროტოტიპებად გარდაიქმნება. ამ კადრებში ადამიანები და გარემო დაკვირვების საერთო საწყისს ქმნის.
ფოტოხელოვანმა წლების განმავლობაში თავისი დაკვირვების პრაქტიკად აქცია ყოველდღიურობა და მასში დაფიქსირებული ფრაგმენტები. ქალაქის ფიქსაციით გიორგაძის ფოტოგრაფია უხმო დრამატურგიას გავს. სპონტანური შეხვედრები, მყიფე ჟესტები და შემთხვევითი დეტალები ქალაქის ვიზუალურ არქივს პოეტურად წარმოადგენს. ყოველდღიურობის დინამიურობა, უეცარი შეხვედრებისა და შემთხვევითი დეტალების დაფიქსირებით, მრავალშრიან ამბად გარდაიქმნება.