Investment Ecosystem Conference Vol. 4 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Investment Ecosystem Conference Vol. 4

Investment Ecosystem Conference Vol. 4

Investment Ecosystem Conference Vol. 4
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან250
ქართული

განრიგი

17.10.2026
შაბათი
15:00
250

აღწერა

17 ოქტომბერს აქსელი (ანგელოზ ინვესტორთა ქსელი), 2026 წლის შემაჯამებელ ყოველწლიურ ღონისძიებას – “Investment Ecosystem Conference Vol. 4-ს” გამართავს.

 

კონფერენციის ფარგლებში, აქსელი ანგელოზ ინვესტორებს, სტარტაპების დამფუძნებლებს, ანტრეპრენერებს, უცხოელ დელეგატებს, VC ფონდების წარმომადგენლებს, ტექნოლოგიით დაინტერესებულ პირებსა და სფეროს სხვა ექსპერტებს გააერთიანებს. 

 

ღონისძიების მთავარი ნაწილი 17 ოქტომბერს ჩატარდება, რომლის მთავარი კონცეფცია იქნება „ნაბიჯი“ - პირველი ნაბიჯი, რომლითაც იწყება გზა იდეიდან - ბიზნესამდე, გადაწყვეტილებიდან - ცვლილებებამდე, წარუმატებლობიდან - წარმატებამდე, შეუძლებლიდან - რეალურ შედეგამდე. ვისაუბრებთ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც დღეს უკვე წარმატებული ექსპერტების პროფესიული გზები შეცვალეს.

 

დამსწრეებს ექნებათ საშუალება, მოისმინონ:

○ საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორების გამოსვლები;

○ ტექნოლოგიური სტარტაპების ფიჩები;

○ პანელური დისკუსიები;

○ ვენჩურული კაპიტალის ფონდების გამოსვლები.


დამატებით, მონაწილეობა მიიღონ არაფორმალურ აქტივობებში და რა თქმა უნდა, ნეთვორქინგ სესიებში აქტივობებს შორის.

 

რაც შეეხება 16 და 18 ოქტომბერს, პარტნიორი კომპანიები და VC ფონდები, დახურული ფორმატის ღონისძიებებს უმასპინძლებენ. 

 

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი მოიცავს მოწვევას 17 ოქტომბრის მთავარ კონფერენციაზე, თუმცა, ორგანიზატორების თანხმობის შემთხვევაში, მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება წვდომის მიღება დახურული ფორმატის ღონისძიებებზეც. 

 

ბილეთის საფასური

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები გაიყიდება ორ ეტაპად:

I კალათა - 250 ლარი

II კალათა - 450 ლარი

ბილეთების რაოდენობა თითოეულ კალათაში შეზღუდულია. 

 

თუ ჯერ კიდევ არ გვიცნობთ, მეტი აქსელის შესახებ:

 

აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც 100 ინვესტორსა და ჩვენი გავლით დახურულ 33+ გარიგებას აერთიანებს. აქსელი ქმნის სივრცეს, სადაც ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლები და ანგელოზი ინვესტორები ერთმანეთს უკავშირდებიან და ახალ შესაძლებლობეს ქმნიან.

 

ღონისძიება განკუთვნილია სტარტაპების დამფუძნებლებისთვის, ინვესტორებისთვის, მეწარმეებისთვის, ინოვაციების სფეროთი დაინტერესებულებისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს საქართველოს და რეგიონის საინვესტიციო ეკოსისტემის ნაწილი გახდეს.

 

გადადგი შენი შემდეგი ნაბიჯი ჩვენთან ერთად.

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 16+.

ფოტო და ვიდეო

Investment Ecosystem Conference Vol. 4

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება