პრემიერა
ვერაგობა და სიყვარული
პიესის ავტორი: ფრიდრიხ შილერი;
დრამატურგი: ქეთევან სამხარაძე;
რეჟისორი: დავით თარბა;
რეჟისორის ასისტენტი: სოფო ხუნდაძე;
მხატვარები: გვანცა ჯავახიშვილი და სანდრო მარგველაშვილი;
კომპოზიტორი: ნიკა კოხრეიძე;
ქორეოგრაფი: თინათინ წულაძე;
თარგამანი: მზია გალდავაძე
მონაწილეობენ: ზუკა პაპუაშვილი, თამარ ყალაბეგაშვილი, ოთარ ლორთქიფანიძე, დუტა სხირტლაძე, მარიამ ჯოლოგუა, დავით როსტომაშვილი, გიორგი ცერცვაძე, მაია ხორნაული, გური ფოჩხუა, ნუკა ქევხიშვილი, გიორგი ტიელიძე, ლალიკო პატარიძე.
სპექტაკლის შესახებ:
არსებობს სიყვარული იქ, სადაც მაღალი ფენის წარმომადგენლები ვერაგობას საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად იყენებენ?
სადაც სიყვარული იძულებულია დაემორჩილოს იერარქიას;
სადაც სიყვარული ინსტრუმენტი ხდება;
შეიძლება კი ამ ვითარებაში სიყვარულსა და ვერაგობას შორის ზღვარი არსებობდეს?
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე