განსაკუთრებული 8 მარტი: ელეგანტური სადილი ცოცხალი მუსიკით.
სასტუმროს გრანდიოზული დარბაზი, მორთული ნაზი ყვავილებით, უკვე პირველი ნაბიჯებიდან ქმნის ჯადოსნურ განწყობას. სურნელოვანი სანთლები, რბილი განათება და დახვეწილი სერვირება ასახავს საღამოს ელეგანტურობასა და ქალის დღისთვის დამახასიათებელ სინაზეს.
კლასიკური მუსიკის ნოტები – ცოცხალი კვარტეტი “The Family Band” ქმნის რომანტიკულ და ამაღელვებელ ატმოსფეროს.
სტუმრებს ელით დახვეწილი გურმანული მენიუ – უნიკალური კერძები, რომლებიც შერჩეულია ამ საღამოს განსაკუთრებულობის ხაზგასასმელად. ბრწყინვალე ღვინოები და გამორჩეული დესერტი სრულყოფს ამ უნიკალურ გამოცდილებას.
ღირებულებაში შედის
სადღესასწაულო ვახშამი 2 პერსონაზე:
- ქართული და საერთაშორისო ყველის ასორტი
-სტეიკის სალათი ნუშის ჩიფსებით
-ჯოსპერში შემწვარი ქათამი გამომცხვარი კარტოფილითა და კენკრის სოუსით
- 8 მარტის განსაკუთრებული დესერტი შეფ ირინა გველესიანისგან
ეს არის საღამო, სადაც სილამაზე, დახვეწილობა და ემოციები ერთიანდება, რათა ყველა სტუმარს დაუტოვოს დაუვიწყარი მოგონებები და შეაგრძნობინოს 8 მარტის დღესასწაულის სრული მაგია.