აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
Tbilisi, Georgia
ინგლისური, ქართული

აღწერა

16 აპრილს 10:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის და საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის თანამშრომლობით. 

ღონისძიება გააერთიანებს ქართველ და საერთაშორისო მკვლევრებს და მოიცავს მრავალფეროვან მოხსენებებს ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განწყობის თეორიის, გეშტალტ თერაპიის, მეტაკოგნიტური პროცესებისა და თანამედროვე ნეირომეცნიერული კვლევების აქტუალური საკითხების შესახებ.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პლენარული და თემატური სესიები, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კვლევები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიებში და გაუზიარონ ერთმანეთს პროფესიული გამოცდილება.

დღის ბოლოს დაგეგმილია დაჯილდოების ცერემონიალი, რომლის ფარგლებში ფსიქოთერაპიის მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდებიან კონფერენციაში მონაწილე იტალიელი სტუმრები: პროფესორი რაფაელე სპერანდეო - ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, ქცევითი მეცნიერებების დოქტორი, ბაზილიკატის უნივერსიტეტის პროფესორი (UNIBAS), F.I.S.I.G.-ის სრული პროფესორი და SIPGI-ის დირექტორი; ლუჩია ლუჩიანა მოსკა - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, მუსიკათერაპევტი და პედაგოგი, Phenomena HUB APS-ის მკვლევარი, ISM მოზარდთა სერვისის კლინიკური მენეჯერი და SIPGI-ის პედაგოგი.

კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას აკადემიურ და პროფესიულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და ხელს უწყობს ფსიქოლოგიის მეცნიერებაში თანამედროვე ცოდნის განვითარებას.

ფოტო და ვიდეო

აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება