28 სექტემბერი მეზობლობის საერთაშორისო დღეა
ეს დღესასწაული კი საქართველოში, უკვე მეორედ, სითიქომთან ერთად აღინიშნება
მეზობლობის საერთაშორისო დღეს თბილისში, წითელ ბაღში შეგიძლია შენს მეზობლებთან, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გაატარო, მხარი დაუჭირო შენს უბანს და ისიამოვნო
მეზობლობის დღე წითელ ბაღში აქტივობებით სავსე იქნება, შენ შეძლებ
ისიამოვნო ჯგუფი "არას" კონცერტით
დააგემოვნო გემრიელი კერძები & სასმელი
ააშენო შენი უბნის მაკეტი შენს უბნელებთან ერთად
ითამაშო ძველი ეზოს თამაშები პატარა მეზობლებთან ერთად
ჩაერთო პარტნიორი კომპანიების აქტივობებში და მიიღო სიურპრიზები
გადაიღო სამახსოვრო ფოტოები
ღონისძიების წამყვანები თბილისის მთავარი მეზობლები - თამუნა ნიკოლაძე და თათული ედიშერაშვილი იქნებიან
გელოდებით 28 სექტემბერს წითელ ბაღში, ერთად ვიზეიმოთ მეზობლობა
