✨ პირველად საქართველოში — ვიწყებთ შუა საუკუნეების ილუმინაციის საერთაშორისო მასტერკლასებს.
გაიცნობთ ტანია ქროსინგჰემს — ავსტრალიელ ხელოვანს, კალიგრაფს და ილუმინირების ოსტატს, რომელიც ამჟამად ფინეთში მოღვაწეობს და უკვე 35 წელზე მეტია მუშაობს შუა საუკუნეების ხელნაწერების გაფორმების, ილუმინაციის, კალიგრაფიისა და ჰერალდიკის ხელოვნებაზე.
ტანია სრულად თვითნასწავლი ხელოვანია. მან სწავლა იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც ამ სფეროში არც მასწავლებლები არსებობდნენ და არც ინტერნეტი — მხოლოდ რამდენიმე წიგნი და უსაზღვრო სიყვარული ხელოვნების მიმართ.
წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნით მან დააფუძნა საკუთარი ილუმინაციის სკოლა, რათა სხვებისთვისაც გაეზიარებინა ეს უნიკალური და იშვიათი ხელოვნება.
📜 ივნისში ტანია თბილისს ეწვევა და ჩაატარებს ორ ექსკლუზიურ მასტერკლასს:
🌿 14 ივნისი
„აკანთუსის ილუმინირებული ასოები“
🕚 11:00 – 17:00
🍽 ლანჩის ჩათვლით
📍 ლოკაცია:
ქ. თბილისი, იოსებიძის N50
161-ე საჯარო სკოლის მუზეუმის სივრცე
მასტერკლასებზე თქვენ:
✨ შეისწავლით შუა საუკუნეების ხელნაწერებში გამოყენებულ აკანთუსის ორნამენტებს
✨ შექმნით საკუთარ დეკორირებულ ასოს ან სანიშნეს
✨ იმუშავებთ პროფესიონალურ მასალებზე
✨ მიიღებთ ეტაპობრივ, პრაქტიკულ სწავლებას
✨ გექნებათ წვდომა დამატებით ონლაინ რესურსებზე, რათა სწავლა სახლშიც გააგრძელოთ
💠 ღირებულება მასტერკლსისთვის:
130₾ — არაწევრებისთვის
📌 ადგილები შეზღუდულია
*თითოეული კურსის დასასრულს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
*ღონისძიება ხორციელდება თინათის სვანიძე-ვენკოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით.