საერთაშორისო ჯაზფესტივალი „Winter Jazz Bakuriani 2026” თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
საერთაშორისო ჯაზფესტივალი „Winter Jazz Bakuriani 2026”

საერთაშორისო ჯაზფესტივალი „Winter Jazz Bakuriani 2026”

საერთაშორისო ჯაზფესტივალი „Winter Jazz Bakuriani 2026”
ბაკურიანი
ბილეთის ფასი
დან112.50 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

„Winter Jazz Bakuriani 2026“ ფესტივალი, რომელსაც წელს დაბა ბაკურიანი მასპინძლობს, სასტუმრო „კოხტა-ბაკურიანის“ ტერიტორიაზე ჩატარდება. ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამოცამდე მუსიკოსი ესტუმრება. ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სცენა ათ კონცერტს დაეთმობა.

 

 

14.02. სასტუმროს გარე სივრცე

 

 

14:00 სვიტ ლაიფ სოსაითის საუნდსისტემი Sweet Life Society Soundsystem 

16:00 ჯგუფი სმუვ ენდ ტურელი Smoove and Turrell Live

17:30 ბენდი კრაკ ენდ სმაკი Kraak and Smaak Live

19:00 ბენდი სვიტ ლაიფ სოსაითი Sweet Life Society

20:30 სმუვ ენდ ტურელი საუნდსისტემი Smoove and Turrell Soundsystem

 

 

სასტუმროს შიდა სივრცე - მხოლოდ VIP პაკეტი

 

 

23:00 დენის როლინსის ფანკი-ფანკი Dennis Rollins’ FUNKY-FUNK!

01:00 სვიტ ლაიფ სოსაითის დიჯეი სეტი Sweet Life Society Dj Set

 

 

15.02. სასტუმროს გარე სივრცე

 

 

14:00 კრაკ ენდ სმაკ საუნდ სისტემი Kraak and Smaak Soundsystem

16:00 ჯგუფი ბას მანკი Bass Monkeys Live

17:30 ბენდი სვინგროვერსი Swingrowers Live

 

 

Sweet Life Society - ევროპულ მუსიკალურ სცენაზე დღეს ერთ-ერთ გამორჩეულ ლაივ-პროექტად ითვლება. ცხრა მუსიკოსის მონაწილეობით შექმნილი შოუ აერთიანებს: ვინტაჟური მელოდიების გრუვს, კარიბულ რიტმებს, ამერიკულ ჰიპ-ჰოპსა და ბრიტანული ბას-მუსიკის ენერგიას.

 

 

Smoove&Turrell - წარმოადგენს თანამედროვე ბრიტანულ სოულ-ფანკ პროექტს, რომელიც ორგანულად აერთიანებს NorthernSoul-ის ტრადიციას, ჯაზურ ჰარმონიას, დისკოს გრუვსა და ელექტრონულ ელემენტებს. მათი ლაივ-შოუ ენერგიული, საცეკვაო და სოციალურად გააზრებული მუსიკის შერწყმაა.

 

 

Kraak and Smaak - დღეს მათი ექვს წევრიანი ლაივ ბენდი წარმოადგენს დინამიურ შოუს, რომელიც მოიცავს მათი მუსიკის ყველა ასპექტს: დისკოდან ჰაუსამდე, სოულისა და ფანკიდან ინდი-ელექტრონიკამდე, და ამ ყველაფერს ძლიერი როკ-ენ-როლის განწყობა აგვირგვინებს.

 

 

Dennis Rollins - ფანკის სკოლის ტრადიციებიდან, დენის როლინსი წარმოგვიდგება ელიტარული ტრომბონისტების რიგში, რომლებმაც ამ ინსტრუმენტის აღქმა მთლიანად შეცვალეს.Maceo Parker-ისა და Pee Wee Ellis-ისიდან დაწყებული, Jamiroquai-ისა და Courtney Pine-ის ჩათვლით, დენის როლინსმა თავისი ტრომბონის ოსტატობა უამრავ ჯაზურ, ფანკ და გრუვ-მუსიკის არტისტთან თანამშრომლობით დაამტკიცა.როგორც ჯაზსამყაროს ქამელეონი, იგი ამჯერად წარადგენს პროექტს „FUNKY-FUNK!“ — ექვსწევრიან კოლექტივს, რომელიც იკვლევს ფანკურ გრუვებსა და მდიდარ მელოდიებს.

 

 

Bass Monkeys - ბენდი სადაც შერწყმულია ბას მუსიკის ენერგია და ბრას ბენდის ჟღერადობა, თერთმეტ წევრიანი ბენდი ქმნის დინამიურ, ინოვაციურ ფანკ-ელექტრო ჰიბრიდს სცენაზე. ხალისიან საცეკვაო განწყობას.

 

 

Swingrowers - პოპ-ბენდი, რომელიც დაიბადა ვინტაჟური სულით ოთხი სტუდიური ალბომისა და მილიონობით მსმენელის მქონე ჯგუფი. მისი ჟღერადობა აერთიანებს ელექტრონიკას, ჯაზს და რეტრო ელემენტებს, ქმნის უნიკალურ და ადვილად აღსაქმელ სტილს.

 

 

• ფესტივალს წარმოადგენს თიბისი კონცეპტი

• გენერალური სპონსორი - Mastercard

• მხარდამჭერი - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ფოტო და ვიდეო

საერთაშორისო ჯაზფესტივალი „Winter Jazz Bakuriani 2026”

ადგილი

ბაკურიანი
ბაკურიანი არის ცნობილი სათხილამურო კურორტი და დაბა საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მოსახლეობა: 1879 ადამიანი.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება