ყოველი წლის აპრილის მეოთხე ხუთშაბათს მთელი მსოფლიო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მეტი ქალისა და გოგოს ჩართულობა საქართველოს ტექნოლოგიური მომავლისთვისაც უმნიშვნელოვანესია.
სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით 23 აპრილს გიწვევთ ღონისძიებაზე, რომელიც ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერებას ემსახურება.
თუ ხარ 18–35 წლის გოგო და გაინტერესებს ტექნოლოგიები და მონაცემები, ეს ღონისძიება შენთვისაა.
შეხვედრაზე დაგახვედრებთ:
საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქალების ინსპირაციულ/ინფორმაციულ გამოსვლებს;
პარალელურ ვორკშოპებს, რომლებზეც სხვადასხვა საჭირო უნარის შეძენას შეძლებ;
ინტელექტუალურ, სახალისო თამაშს, რომელშიც, თუ გაიმარჯვებ, პრიზებს მოიგებ;
ერთმანეთის გაცნობის, კონტაქტების გაცვლის, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის სივრცეს.
ადგილები შეზღუდულია, დარეგისტრირდი 20 აპრილამდე: https://shorturl.at/JC7h3
სად: IT Step აკადემია, 34/34b ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
როდის: 23 აპრილი, 11:30-18:00
—
ღონისძიება ორგანიზებულია ფორსეტის მიერ და მისი პარტნიორები არიან IT აკადემია სტეპი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია დანიის მთავრობის მხარდაჭერით, მაკ ჯორჯია, World Quant, SmartCLM და დატაფესტ თბილისი.