საერთაშორისო კონფერენცია თბილისში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

საერთაშორისო კონფერენცია თბილისში
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან65
advertising
ქართული

განრიგი

04.04.2026
შაბათი
10:00
65 ₾ - 75
65 ₾ - 75
ვრცლად

აღწერა

საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემია (GNAEB)
4 აპრილს ახორციელებს მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენციას ქალაქ თბილისში, კერძოდ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

„ფინური განათლების მოდელი - სისტემა, რომელიც რეალურად მუშაობს“

✨ გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც ფინეთის ერთ-ერთი წამყვანი სკოლის დირექტორი და გამოცდილი მასწავლებელი ისაუბრებენ ფინური განათლების მოდელზე, მის ფილოსოფიაზე, პრაქტიკულ განხორციელებასა და პროფესიული განათლების როლზე თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ფინური განათლების მოქმედი მოდელი, რომელიც უკვე წლებია წარმატებით ფუნქციონირებს სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში.

🎧 სამუშაო ენები
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
კონფერენციაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი, რაც გულისხმობს სრულფასოვან ჩართულობას ყველა მონაწილისთვის.

🌍 გამოცდილება ფინეთიდან - ქართველი პედაგოგების თვალით

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ფინეთის საერთაშორისო საგანმანათლებლო ვიზიტის მონაწილე მასწავლებლები, რომლებიც GNAEB-თან ერთად 2024–2025 წლებში ფინეთში იმყოფებოდნენ საგანმანათლებლო ვიზიტებზე (GNAEB-ის ეგიდით ფინეთში იმყოფებოდა 3 ჯგუფი).

ისინი კოლეგებს გაუზიარებენ:

ფინურ სკოლებში მიღებულ რეალურ გამოცდილებას.

სისტემის შიდა მუშაობის მექანიზმებს.

პრაქტიკულ დეტალებს, რომლებიც ოფიციალურ წყაროებში იშვიათად არის აღწერილი

ფინელი წარმომადგენლების პრეზენტაციების შემდეგ აუდიტორიას ექნება კითხვების დასმისა და დისკუსიის შესაძლებლობა.

🎤 ინფორმაცია მომხსენებლებისთვის
🔹 პრეზენტაციების გამოგზავნა შესაძლებელია 15 თებერვლის 00:00 საათის ჩათვლით
🔹 ელ-ფოსტა: info.national.academy4@gmail.com
🔹 პრეზენტაციის მოცულობა: მაქსიმუმ 20–25 სლაიდი

ვის შეუძლია კონფერენციაზე დასწრება ?
კონფერენცია განკუთვნილია:

✅ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებისთვის

✅კოლეჯებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის

✅ყველა სტატუსის მქონე პედაგოგისთვის საქართველოს მასშტაბით

✅განათლებით დაინტერესებული პროფესიონალებისთვის

📌 კონფერენცია ხორციელდება მასწავლებლების პროფესიული წინსვლის პროგრამის ფარგლებში.

🎓 სერტიფიკატები და დამატებითი შესაძლებლობები
✅ დამსწრე მონაწილეები მიიღებენ ინგლისურენოვან დასწრების სერტიფიკატს
✅ მომხსენებლები - ინგლისურენოვან მომხსენებლის სერტიფიკატს
✅ მომხსენებლებისა და დამსწრეების შესახებ საიმიჯო პოსტერი გამოქვეყნდება წინასწარ (მონაწილეთა თანხმობის საფუძველზე)
✅ კონფერენციის ბოლოს გაიმართება დაჯილდოვების ცერემონიალი და საიმიჯო ფოტოსესია
✅ ყველა ფოტო და ვიდეო მასალა აიტვირთება ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე
✅ ღონისძიება ეტაპობრივად გაშუქდება Facebook Live-ის საშუალებით

ორგანიზატორები და პარტნიორები
🎓 კონფერენციის ორგანიზატორია:
საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემია (GNAEB)

🤝 ოფიციალური პარტნიორები:
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
კოლეჯები: "პანაცეა" და "ფანასკერტელი".
განათლების საერთაშორისო აკადემია (IAE)
ინკლუზიური განათლების ინსტიტუტი

📝 რეგისტრაცია და საფასური
⭕ კონფერენციის სრული ღირებულება: 75 ლარი
✅ ფასდაკლებით - 65 ლარი
(ფასდაკლება ვრცელდება 15 თებერვლის ჩათვლით რეგისტრირებულებზე).
(კონფერენცია ითვალისწინებს ყავის შესვენებას)
✅ რეგისტრაცია მიმდინარეობს 15 თებერვლის 00:00 საათის ჩათვლით

🔗 სარეგისტრაციო ბმული:
https://docs.google.com/.../1z-kutGns_PcvA.../edit

📩 დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შემდეგ გამოგეგზავნებათ ელ-ფოსტაზე.

📍 თბილისი | კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
🎓 საერთაშორისო კონფერენცია
🌐 „ფინური განათლების მოდელი“

ფინური განათლების მოდელი არ არის იდეა - ეს არის სისტემა, რომელიც მუშაობს.
და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გაიგოთ იგი პირველწყაროდან.

⬇ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
📞 598 50 39 93

🔗 ორგანიზაციის განხორციელებული პროგრამების ფოტოალბომები:
https://www.facebook.com/profile.php?id=100063480851798

🔗 შემოუერთდით ჩვენს ოფიციალურ Facebook ჯგუფს:
https://www.facebook.com/groups/394233115160766

GNAEB თითოეულ მასწავლებელს უსურვებს პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას.

ფოტო და ვიდეო

საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება