ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე!
გაინტერესებს რეალური ისტორიები და გსურს დისკუსია შენსავით აქტიურ ახალგაზრდებთან? მაშინ ეს შეხვედრა სწორედ შენთვისაა!
ბიტისის Human Rights Group გიწვევთ ინტერაქციულ შეხვედრაზე, სადაც ერთად განვიხილავთ ადამიანის უფლებებს, ბავშვთა უფლებებს და იმ სტიგმებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენს თავისუფლებასა და ღირსებას ზღუდავს.
რას გთავაზობთ შეხვედრაზე:
დოკუმენტური ფილმის ჩვენება – დავინახოთ ადამიანის უფლებები რეალურ ისტორიებში;
დისკუსია და ვორქშოპი – ვიმსჯელოთ უფლებების მნიშვნელობაზე, ურთიერთკავშირსა და ღირსებაზე;
ინტერაქციული აქტივობა – როგორ დავამსხვრიოთ სტერეოტიპები და მათი გავლენა ჩვენს ყოველდღიურობაზე.
გახდი იმ სოციუმის ნაწილი, რომელიც ზრუნავს თანასწორობასა და თავისუფლებაზე!
დეტალები:
თარიღი: 28 იანვარი
დრო: 14:00 საათი
ადგილი: კუბი კონტექსტში
ვისთვის: 16+ წლის აქტიური ახალგაზრდებისთვის
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/B3zkAJmqmgPngtWd7
გელოდებით შეხვედრაზე! ეს არის შენი შესაძლებლობა გააჟღერო შენი ხმა და იპოვო თანამოაზრეები!
