სამშაბათს, 12 ივლისს, 19:00 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით ბგერითი თერაპიის წმენდა-განახლება-ინტეგრაციის ცერემონიაზე. პროცესს გაუძღვება მედიტაციის მასწავლებელი, მუსიკოსი და ბგერით-ვიბრაციული თერაპიის პრაქტიკოსი ნელი აგირბა.
ბგერითი თერაპიის სესიაზე დასწრების ღირებულებაა: 80 ლარიდან 108 ლარამდე თქვენთვის მოსახერხებელი თანხა.
რა გველის წმენდა-განახლება-ტრანსფორმაციის სესიაზე?
ამის შესახებ ნელი თავად მოგვიყვება:
„პრაქტიკის მიზანია ღრმა მოდუნება, თვითგანკურნების სისტემის გააქტიურება, ჩრდილების შეხვედრა-მიღება და საკუთარი არსის მეტად გახსენება. ჩვენს ცერემონიებზე ხდება ხოლმე ასევე ინფორმაციის ჩამოტვირთვა, გათავისუფლება ტკივილებისგან, ორსულების შემთხვევაში - ბავშვთან დაკავშირება - პროცესი ყოველთვის ინდივიდუალურია.
რა ნაწილებისგან შედგება სესია?
* გაზიარების/სინერგიის წრე;
* სამედიტაციო ჩაი;
* დაფერთხვა და თეფინგი - ცენტრირება და ემოციურ-ენერგეტიკული ბლოკების დაძვრისთვის;
* პრანაიამა - სხეულისა და გონების ცენტრირებისა და ფსიქიკური ენერგიის ზრდისთვის;
* შინაგანი კონცენტრაციის პრაქტიკა ღრმა მოდუნების პროცესში ვერბალური გიდირებითა და ტიბეტური თასების თანხლებით;
* ბგერითი წმენდა - კვარცის კრისტალური თასების, გონგის, არფისა და სხვადასხვა ეთნიკური ინსტრუმენტების ვიბრაციებით;
* ინტეგრაცია - დაცვითი პრაქტიკა;
* ერთობაში დაბრუნება;
მონაწილეობისთვის რაიმე გამოცდილება ან წინასწარი ცოდნა არაა აუცილებელი.
რა გავითვალისწინოთ ბგერითი თერაპიის სესიამდე?
არ მიიღოთ ალკოჰოლი და ხორცი ცერემონიის დღეს;
არ იკვებოთ შეხვედრამდე მინიმუმ 1 საათით ადრე;
სასურველია, თუ გექნებათ მცირე შესვენება გარე ინფორმაციისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თუნდაც 1 საათით ადრე შეხვედრამდე;
ჩაიცვით მოხერხებული, სასურველია, ბუნებრივი ქსოვილის სამოსი;
შეიძება ძალიან გამოგადგეთ ბლოკნოტი და კალამი სესიის შემდგომი რეფლექსიისთვის.
რეგისტრაციისთვის
მოგვწერეთ ჩათში.
ან დაგვირეკეთ:
595 620 001