ინტელექტუალური აუქციონი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ინტელექტუალური აუქციონი

ინტელექტუალური აუქციონი

ინტელექტუალური აუქციონი
1, ი. ჭავჭავაძის გამზ.
ქართული

აღწერა

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი წარმომიდგენთ პროექტს სახელწოდებით ინტელექტუალური აუქციონი.
პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში თეორიული ცოდნის მნიშვნელობის გაფართოებას, აზროვნების დახვეწასა და ლოგიკურ მსჯელობას.
პროექტის მთავარი ამოცანაა ანალიტიკური აზროვნების სტიმულირება, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სტუდენტებს მოუწევთ საკუთარი ცოდნის კრიტიკული შეფასება და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება შეზღუდულ დროში.

სტუდენტები დაიყოფიან ჯგუფებად და შეეცდებიან საკუთარი კონკურენტუნარიანობის გამომჟღავნებას,პროექტს ეყოლება სამი გამარჯვებული და მათ გადაეცემათ ფულადი პრიზი❤️

🏆პრიზები:
🥇I ადგილი-300₾
🥈II ადგილი-200₾
🥉III ადგილი-100₾

🗓️ 15 აპრილი
🕛 17:00
📍აუდიტორია 317 

📌 მონაწილეობა შეუძლიათ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს

•რეგისტრაციისათვის შეავსეთ ქვემოთ მოცემული ბმული: https://forms.gle/c3h7Y8xtyc5robnJ7

📄 ყველა მონაწილეს გადაეცემა ელექტრონული სერტიფიკატი

⚡იჩქარეთ, გუნდების რაოდენობა შეზღუდულია.გუნდში მოთამაშეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 ადამიანს! დაიშვება 20 მდე გუნდი და მიენიჭება უპირატესობა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს

📌რეგისტრაცია გაგრძელდება 14 აპრილის 15:00 საათამდე! 

ფოტო და ვიდეო

ინტელექტუალური აუქციონი

ადგილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში

ამ ადგილის ყველა ღონისძიება