4 ივლისს, 19:00 საათზე, cinexpress-ის და საქართველოს კინოაკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში, კინოს სახლის ლურჯ დარბაზში, წარმოგიდგენთ, ტჰიენ ან პამის ფილმს, Inside the Yellow Cocoon Shell, (2023).
მას შემდეგ, რაც ტჰიენს რძალი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლება, ტიენმა გვამი მშობლიურ ქალაქში უნდა გადაასვენოს. მას, თან ახლავს ტრაგიკულ შემთხვევას სასწაულებრივად გადარჩენილი ძმისშვილი, დაო. ვიეტნამის სოფლის მისტიკურ პეიზაჟებში, ტჰიენი ძმის ძებნას იწყებს — წარსულის მოგონებები მას მოსვენებას არ აძლევენ.
რეჟისორი: ტჰიენ ან პამი.
ხანგრძლივობა: 2 საათი, 59 წუთი.
გახმოვანება: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით.
მისამართი: ძმები კაკაბაძეების 2.
დასწრება თავისუფალია.