INSIDE OUT - ემოციების ქილები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
INSIDE OUT - ემოციების ქილები

INSIDE OUT - ემოციების ქილები

INSIDE OUT - ემოციების ქილები
13 Giorgi Akhvlediani Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან50
ქართული

აღწერა

ვორქშოპი „Inside Out – ემოციების ქილები“ ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, შემოქმედებითად გამოხატონ საკუთარი ემოციები და ისინი განსაკუთრებულ სუვენირად აქციონ.

 

მონაწილეები მოხატავენ ემოციების ქილებს, რომლებზეც გამოსახავენ სხვადასხვა პერსონაჟის სახეებს, ემოჯიებსა და მრავალფეროვან ემოციურ მდგომარეობებს — სიხარულს, სევდას, გაბრაზებასა და გაკვირვებას.

 

ქილების გასაფორმებლად გამოიყენებენ ბრჭყვიალებსა და საღებავებს, რაც თითოეულ ნამუშევარს განსაკუთრებულ ეფექტსა და ხასიათს შესძენს.

 

ვორქშოპი შთაგონებულია ანიმაციური სამყაროთი და ბავშვებს ეხმარება ემოციების გაცნობიერებაში, გამოხატვასა და ვიზუალურად გადმოცემაში.

 

პროცესი არის ძალიან სახალისო და თერაპიული, სადაც თითოეული ბავშვი ქმნის საკუთარ უნიკალურ ემოციების ქილას, რომელიც მათ შინაგან სამყაროს ასახავს.

ფოტო და ვიდეო

INSIDE OUT - ემოციების ქილები

ადგილი