27 მაისს, თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მომღერლის, კომპოზიტორისა და პოეტის - ინოლა გურგულიასადმი მიძღვნილ კონცერტს, რომლის შემოქმედებაც დღემდე ინარჩუნებს ემოციურ სიღრმესა და განსაკუთრებულ ესთეტიკას.
კონცერტში მონაწილეობენ:
ია შუღლიაშვილი, დათო შუღლიაშვილი, თამარ თოლორდავა, თემურ მაისაშვილი
ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნოდარიკო ხუციშვილი, სოფო ბათილაშვილი
მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, თამრიკო ჭოხონელიძე
რეზო კიკნაძის კვინტეტი, ლუკა თოფურია, ნიკალა ზუბიაშვილი
ბილეთები:
A კატეგორია - 120 ლარი
B კატეგორია - 110 ლარი
C კატეგორია - 100 ლარი
D კატეგორია - 90 ლარი
თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათის მფლობელები, ბილეთის შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ
*ბილეთის ფასდაკლებით შესაძენად, აირჩიეთ უკვე ფასდაკლებული ბილეთი
გელოდებით 27 მაისს, 20:00 საათზე.
მისამართი: კონსტიტუციის 6/52
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ინოლა გურგულიას ოჯახთან ერთად, ინოლას უნიკალური 100 საარქივო აუდიოჩანაწერი, ლიმიტირებული რაოდენობის ვინილების ნაკრებად გაერთიანდა.
შვიდი ვინილისგან შემდგარი „ბოქს-სეტი“, სხვადასხვა წყაროდან თავმოყრილ ჩანაწერებს ხუთ ალბომად აერთიანებს. მასში შემვალ სიმღერებს სხვადასხვა თაობის მუსიკოსები, რომელთა რეპერტუარში ინოლას შემოქმედება ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, ამ საღამოზე გააჟღერებენ.