„პირველი პოპულარული სიურრეალისტის“ — დევიდ ლინჩის ყველაზე რთული და მრავალშრიანი ფილმი.
უფრო ზუსტად — „INLAND EMPIRE“ (ავტორის მოთხოვნით, სათაური დიდი ასოებით უნდა დაიწეროს). როდესაც რეჟისორს ეკითხებოდნენ, რატომ აირჩია ეს სახელწოდება, პასუხობდა: „იმიტომ, რომ მომწონს სიტყვა ‘შინაგანი’. და მომწონს სიტყვა ‘იმპერია’.“
ფილმი ჰოლივუდელი მსახიობის ბედზე მოგვითხრობს. როლში სულ უფრო ღრმად ჩაძირვასთან ერთად მთავარი გმირის ცხოვრება მკვეთრად იცვლება: ის ვეღარ ხვდება, სად მთავრდება რეალობა და სად იწყება კინო. მოულოდნელად ქალი იგებს, რომ ამ როლის პირველი შემსრულებელი სულაც არ არის. რამდენიმე წლით ადრე გადაღებები შეწყდა მას შემდეგ, რაც მთავარი როლების შემსრულებლები მოკლულები იპოვეს. თუმცა მსახიობს კიდევ უფრო მეტად ის აშფოთებს, რომ თანდათან მისი პერსონაჟი უფრო რეალური ხდება, ვიდრე თავად ის.
ამ ფილმში ლინჩი ერთდროულად სცენარისტიცაა, რეჟისორიც, პროდიუსერიც, ოპერატორიც და კომპოზიტორიც. ფილმი მან საკმაოდ მარტივი მოდელის ხელის ციფრული კამერით, წინასწარ დასრულებული სცენარის გარეშე გადაიღო.
პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, სადაც რეჟისორს შემოქმედებითი მიღწევებისთვის „ოქროს ლომი“ გადასცეს. მოგვიანებით ლინჩმა განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნებოდა — თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველას მოატყუა.
გარდა ამისა, რეჟისორი ლორა დერნის „ოსკარის“ საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზე წარდგენას საკმაოდ ექსტრავაგანტური გზით ცდილობდა: სანქსეტ ბულვარზე, ავტოსადგომთან, ერთ ხელში მსახიობის გამოსახულებიანი პლაკატით იდგა, მეორეში კი ცოცხალი ძროხის საბელი ეჭირა. თუმცა ლორა დერნი საბოლოოდ ნომინაციაზე მაინც ვერ მოხვდა.