შინაგანი იმპერია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
შინაგანი იმპერია

შინაგანი იმპერია

შინაგანი იმპერია
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

„პირველი პოპულარული სიურეალისტის“ — დევიდ ლინჩის — ყველაზე რთული და მრავალშრიანი ფილმი.

ფილმი ჰოლივუდში მოღვაწე მსახიობის ბედს ეძღვნება. როლში ჩაძირვასთან ერთად მთავარი გმირის ცხოვრება მკვეთრად იცვლება: ის ვეღარ ხვდება, სად მთავრდება რეალობა და სად იწყება კინო. მოულოდნელად ქალი იგებს, რომ ის არ არის ამ როლის პირველი შემსრულებელი. რამდენიმე წლის წინ გადაღებები შეწყდა მას შემდეგ, რაც მთავარი როლების შემსრულებლები მოკლულები იპოვეს. თუმცა მსახიობს კიდევ უფრო მეტად ის აშფოთებს, რომ მისი პერსონაჟი ნელ-ნელა უფრო რეალური ხდება, ვიდრე ის თავად.

ამ ფილმში ლინჩი ერთდროულად სცენარისტის, რეჟისორის, პროდიუსერის, ოპერატორისა და კომპოზიტორის როლში გვევლინება. გადაღებები მიმდინარეობდა საკმაოდ პრიმიტიული მოდელის ხელის ციფრული კამერით, მზა სცენარის გარეშე.

პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც რეჟისორს კარიერული მიღწევების ერთობლიობისთვის „ოქროს ლომი“ გადაეცა. მოგვიანებით ლინჩი იტყვის, რომ ეს მისი ბოლო სრულმეტრაჟიანი ფილმია (თუმცა ყველას მოატყუებს). ასევე, რეჟისორი ლორა დერნის „ოსკარზე“ საუკეთესო ქალის როლის ნომინაციაში წარდგენას ექსტრავაგანტული გზით ცდილობდა — სანსეტ ბულვარის ავტოსადგომთან იდგა პლაკატით ხელში, რომელზეც მსახიობი იყო გამოსახული, ხოლო მეორე ხელით ცოცხალ ძროხას ეჭირა თოკით (თუმცა, ლორა დერნი საბოლოოდ მაინც არ იქნა ნომინირებული).

ფოტო და ვიდეო

შინაგანი იმპერია

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება