უსახელო ნაბიჭვრები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
უსახელო ნაბიჭვრები

უსახელო ნაბიჭვრები

უსახელო ნაბიჭვრები
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

მეორე მსოფლიო ომი. გერმანელების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში ამერიკელი ებრაელი ჯარისკაცების ჯგუფი ტერორს თესავს ნაცისტებს შორის — სასტიკად კლავს და სკალპს აძრობს მათ.

Inglourious Basterds — Quentin Tarantino-ის მეშვიდე ფილმი — უჩვეულო სიუხვის ატრაქციონია. სცენარისტმა და რეჟისორმა თავისი „უბადრუკები“ ისეთი რაოდენობის, სხვადასხვა დონეზე კოდირებული ინფორმაციით გაჯერებულ ნამუშევრად აქცია, რომ მის სრულად ათვისებას, ალბათ, ვერც ერთი ინტელექტუალი კინომოყვარული ვერ შეძლებს — არც ატლანტიკის ერთ მხარეს და არც მეორეზე. გასაოცარია, როგორ მოახერხა თავად ავტორმა ამ ყველაფრის საკუთარ თავში მოქცევა და ამასთან ერთად სტრუქტურულად გამართული, ლოგიკურად განვითარებული ფილმის შექმნა — თუმცა შემთხვევითი არ არის, რომ სცენარზე თითქმის ათი წელი იმუშავა.

შედეგად მივიღეთ ჰიპერფილმი — გიგანტური კინოხე მრავალი ფლუქტუაციით. ეს არ არის დეკორატიული, ზედაპირული სიჭარბე, არამედ დეტალურად გააზრებული კონსტრუქცია. და თუნდაც მისი რთული ორგანიზაციის სრულად ათვისება შეუძლებელი იყოს, ამოცნობის სიხარული — რომელიც მაყურებელს ავტორთან თითქოს ინტიმურ თანამონაწილეობაში აქცევს — გარანტირებულად ყველას ელის. 

ფოტო და ვიდეო

უსახელო ნაბიჭვრები

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება