საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის: გახდი ფსიქოლოგი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის: გახდი ფსიქოლოგი

საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის: გახდი ფსიქოლოგი

საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის: გახდი ფსიქოლოგი
1 P. Saakadze St., Tbilisi
ქართული

განრიგი

24.04.2026
პარასკევი
15:00

აღწერა

24 აპრილს, 15:00 საათზე, D22 აუდიტორიაში, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ფსიქოლოგიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ატარებს საინფორმაციო შეხვედრას: გახდი ფსიქოლოგი.

შეხვედრას ჩაატარებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი, ნეიროფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი წერეთელი.

შეხვედრა წარიმართება ინტერაქტიულ ფორმატში.

ფსიქოლოგი არ არის უბრალოდ პროფესია, ფსიქოლოგია - ადამიანის ბუნების გაგების ხელოვნება და მეცნიერებაა.

შეხვედრაზე გაიგებთ: 

🔹რატომ ვგრძნობთ, ვფიქრობთ და ვიქცევით განსხვავებულად?
🔹როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა გავლენას ახდენს ქცევაზე?
🔹„მითები vs რეალობა“ -რას აკეთებს სინამდვილეში ფსიქოლოგი;
🔹გამოსცადეთ თავი ფსიქოლოგის როლში; 
🔹როგორ ვასწავლით ფსიქოლოგიას უნივერსიტეტში;
🔹რა კარიერული შესაძლებლობები აქვს ფსიქოლოგიას.

შეხვედრაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე: https://shorturl.at/RnFR4

ფოტო და ვიდეო

საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის: გახდი ფსიქოლოგი

ადგილი

კავკასიის უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. მისი დევიზია: "Studium Pretium Libertatis" - "ცოდნა თავისუფლების საწინდარია". CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ლექტორები.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება