⚜️ მიწისქვეშა თეატრი “სკენე” ახალ განზომილებაში გეპატიჟებათ
იწყება პოეზიის საღამოების სერია
“გარდაუვალი პოეზია“
ამ საღამოზე, სიტყვის ოსტატები, თორნიკე ნაროზაული და ნათია ჭინჭარაული პოეტურ ჭიდილში, თავიანთ სამყაროს გაგვიზიარებენ.
სკენე - მე-16 საუკუნის სამეფო გვირაბია, რომლის კედლებიც უამრავ ძველ ისტორიას ინახავს და მოემზადეთ, თქვენ, აქ, სამეფო პოეზიის თანაზიარი გახდებით 🔱
მუსიკალურ განწყობას კი, ყველასთვის ძვირფასი მომღერალი, რუსუდან ზვიადაური შეგვიქმნის🎶