ინდივიდუაცია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ინდივიდუაცია

ინდივიდუაცია

ინდივიდუაცია
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან50
advertising
ქართული

აღწერა

📣 აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქიატრ, ფსიქოანალიტიკოს რეზო კორინთელთან.


➡️ თემა - „ინდივიდუაცია"


🎓 ინდივიდუაცია არის ფსიქოლოგიური პროცესი, რომლის მეშვეობით ადამიანი თანდათან ხდება საკუთარი თავის ავთენტური ვერსია. პროცესში ადამიანი შორდება გარედან თავსმოხვეულ როლებს, მოლოდინებსა და იდენტობებს და იწყებს შინაგანი „მე“-ს გაცნობიერებას. ეს არის გზა საკუთარი "ჩრდილის", შინაგანი კონფლიქტების, სურვილებისა და ღირებულებების გაცნობით მთლიანობისკენ. ადამიანს აძლევს შესაძლებლობას იცხოვროს უფრო გაცნობიერებული, შინაარსიანი და საკუთარ თავთან თანხვედრაში მყოფი ცხოვრებით. სწორედ ამ მნიშვნელოვან ცნებასა და საკითხს შეეხება შეხვედრა, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას, მოისმინოთ საკუთარ თავამდე მისვლის ფსიქოანალიტიკური ხედვები და დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები.


🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო 
 

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

ინდივიდუაცია

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება