ახალგაზრდა ოჯახის ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასასრულსა და ჰიროსიმის დაბომბვას გადის. ფილმი დეტალურად გვიჩვენებს 1930–40-იანი წლების იაპონიის ყოფასა და კულტურას.
ანიმე განსაკუთრებით ცნობილია იმით, რომ მიუხედავად გამოგონილი სიუჟეტისა, ტრადიციული იაპონური ყოფის, ცხოვრების წესისა და ქალაქის პეიზაჟების ამსახველი კადრები რეალურ ფოტოებსა და ისტორიულ მასალებს ეფუძნება — მათ შორის, ატომური დაბომბვის შედეგად განადგურებული ომამდელი ჰიროსიმის დოკუმენტურ მასალებს.