ნიჭიერი, თუმცა იმ დროისთვის ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობი ბრიტანელი რეჟისორის, მარტინ მაკდონას სრულმეტრაჟიანი დებიუტი, რომლის შემდეგაც ის ერთბაშად გახდა ცნობილი.
ორი ქილერი — კენი და რეიმონდი — იმალებიან ბელგიის ქალაქ ბრიუგეში მას შემდეგ, რაც დავალება ჩაუვარდათ. მთელი ფილმის განმავლობაში მაყურებელი აკვირდება მოვლენებს, რომლებიც ვითარდება პატარა, თუმცა ულამაზეს ქალაქში.
🏆 ეკრანებზე გამოსვლისთანავე ფილმი მოხვდა IMDb-ის „250 საუკეთესო ფილმის“ სიაში.
