ილიაუნის ტექნოლოგიური ფორუმი 2025 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ილიაუნის ტექნოლოგიური ფორუმი 2025

ილიაუნის ტექნოლოგიური ფორუმი 2025

ილიაუნის ტექნოლოგიური ფორუმი 2025
First Republic Square 1, Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

12 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ორგანიზებით გაიმართება ტექნოლოგიური ფორუმი 2025. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების პრეზენტაციები, ტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი და საერთაშორისოდ აკრედიტებული და აკრედიტაციის მაძიებელი საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღე.

__________________________________________________________________

ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის შესახებ 

ტექნოლოგიის სკოლა აერთიანებს ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. მათ შორის კომპიუტერული მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის და სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამები შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მჭიდროდ უკავშირდება ინდუსტრიის პრაქტიკულ მოთხოვნებს.

კომპიუტერული ინჟინერიის (საერთაშორისო) პროგრამას უკვე მიენიჭა ABET-ის (Accreditation Board for Engineering and Technology) აკრედიტაცია. ამჟამად აკრედიტაციისთვის მზადების პროცესშია კომპიუტერული მეცნიერების, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის და სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამები.

__________________________________________________________________

ტექნოლოგიური ფორუმის ღონისძიებები 

▪️ 12:00 – 14:00 | დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების პრეზენტაციები;

▪️ 14:00 – 17:00 | ტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი – ინდუსტრიული ორგანიზაციების სტენდები, შეხვედრები სტუდენტებთან სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე;

 დასაქმების ფორუმზე კომპანიის წარდგენისა და მონაწილეობისთვის გთხოვთ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/fIqA0
(რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 ივლისი)

15:00 – 17:00 | ტექნოლოგიური პროგრამების ღია კარის დღე – საინფორმაციო სესია აბიტურიენტებისთვის ტექნოლოგიური მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების უკეთ გასაცნობად.

ღონისძიებაზე აკადემიური და პრაქტიკული კომპონენტები გაერთიანდება სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშესაწყობად.

 

ფოტო და ვიდეო

ილიაუნის ტექნოლოგიური ფორუმი 2025

ადგილი

Radisson Blu Iveria Hotel
ეს სასტუმრო მდებარეობს საქართველოს დედაქალაქის, თბილისის შუაგულში, ულამაზეს მდინარე მტკვარსა და მიმდებარე მთიანეთებს შორის და არის საუკეთესო ადგილი ქალაქით სრულფასოვნად ტკბობისთვის. ჩვენი 236 ნომერი და ლუქსი გთავაზობთ უფასო მაღალსიჩქარიან Wi-Fi-ს და მთაწმინდის, ქალაქის ისტორიულ ბორცვს ან მდინარის ლანდშაფტის განსაცვიფრებელ ხედებს. გამოდით გარეთ და აღმოაჩინეთ რესტორნები, მაღაზიები და ღამის ცხოვრება რუსთაველის გამზირზე. შეგიძლიათ მოინახულოთ ახლომდებარე ატრაქციონები, როგორიცაა ძველი ქალაქი და ნარიყალას ციხე. მიირთვით იტალიური სამზარეულო რესტორანში Filini ან აზიური ფუჟენ სამზარეულო რესტორანში Umami. სცადეთ ბედი Iveria Casino-ში ან მიირთვით პრემიუმ პროცედურები Anne Semonin Spa-ში. დაისვენეთ გამაგრილებელ გარე აუზში ან ეწვიეთ სახურავზე უსასრულო აუზს, რომელიც მდებარეობს სასტუმროს მე-18 სართულზე, ქალაქის განსაცვიფრებელი ხედებით. საქმიანი მოგზაურებისთვის და ღონისძიებების დამგეგმავებისთვის, ჩვენ ვთავაზობთ სრულად აღჭურვილ ბიზნეს ცენტრს, ასევე 9 შეხვედრის დარბაზს, მოქნილ სამეჯლისო დარბაზს და კვების ოფციებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება