ილიას განათლების ფესტივალი 2026 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ილიას განათლების ფესტივალი 2026

ილიას განათლების ფესტივალი 2026

ილიას განათლების ფესტივალი 2026
რუსული

აღწერა

ილიას განათლების ფესტივალი 2026

ილიაუნის საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით

16 მაისს შემოგვიერთდით ბათუმში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან ერთად აგრძელებს საგანმანათლებლო-შემეცნებით მოგზაურობას საქართველოს მასშტაბით.

აბიტურიენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და დაინტერესებული საზოგადოებისთვის ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება.

ილიას განათლების ფესტივალის მერვე გაჩერება ქალაქი ბათუმი იქნება.

შაბათს, 16 მაისს, 15:00-18:00 საათამდე, ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში (ბაგრატიონის ქ. 117) გიმასპინძლებთ.

ჩაერთე სამეცნიერო-საგანმანათლებლო, შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, მიიღე მონაწილეობა კონკურსებში, შეჯიბრებებში და მოიგე საინტერესო საჩუქრები.

თუ გაინტერესებს, როგორ აირჩიო მომავალი პროფესია, გაიგო როგორია საუნივერსიტეტო ცხოვრება, მიიღო საინტერესო რჩევები, დაესწარი ღია შეხვედრას „როგორ ავირჩიო მომავალი პროფესია“

ღია შეხვედრის დაწყების დრო: 16:00 საათი

მომხსენებლები:

ქეთევან დარახველიძე, ილიაუნის კანცლერი

ელენე ჟურავლიოვა, ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი

15:00 საათიდან სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო კარვებში დაგხვდებათ ინტერაქციული ღია ლაბორატორიები, სადაც შეძლებთ თავად ჩაატაროთ მრავალფეროვანი ექსპერიმენტები და სახალისო ფორმით გაეცნოთ მეცნიერებას.

ქიმიური ბიოლოგიის კარავში

გაიგებ, როგორ ხდება ბანანიდან დნმ-ის გამოყოფა, როგორ ხდება წყალში ცილის განსაზღვრა, შეძლებ მოამზადო „ტკბილი შუქნიშანი“.

ასევე შეძლებ სხვადასხვა ანათალის მიკროსკოპში დათვალიერებას, ნივთიერებების დაყოფას ქრომოტოგრაფიულ სვეტზე და სხვა საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტების ჩატარებას.

თანამედროვე ტექნოლოგიების კარავში

გაიცნობ ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომს, შეძლებ მისთვის შეკითხვების დასმას და პასუხების მიღებას.

შეიტყობ, როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიები, ჰუმანოიდი რობოტები და რაში ვიყენებთ მათ.

დედამიწის შემწავლელი მეცნიერების კარავში

აღმოაჩენ რა იწვევს მიწისძვრას, მეწყერს, წყალდიდობას და სხვა გეოლოგიურ პროცესებს. გაიგებ, როგორ ხდება სამშენებლო-საინჟინრო პარამეტრების განსაზღვრა გეოფიზიკური მეთოდებით. გაეცნობი რეალურ მინერალებს და მონაწილეობას მიიღებ წამახალისებელ გათამაშებაში. ნახავ სეისმური მონაცემების Live ტრანსლაციას.

ასტროფიზიკის სივრცეში

შეძლებ ტელესკოპით დააკვირდე მზეს და სხვა პლანეტებს.

ილიაუნის პლანეტარიუმში

შეძლებ იმოგზაურო პლანეტების სამყაროში და მოისმინო ინფორმაცია სამყაროს წარმოშობის, ასევე მზის სისტემის ობიექტების ბუნების შესახებ (პლანეტები, ასტეროიდები, კომეტები, მზე);

დიდი და მცირე ვარსკვლავების დაბადებისა და ევოლუციის გზაზე ვარსკვლავების მტვრის ღრუბლების მნიშვნელობაზე;

გაიგებ გალაქტიკის მახასიათებლების შესახებ და გაეცნობი გალაქტიკათშორის სივრცესა და სამყაროს სტრუქტურას. ეკოლოგიის კარავში

გაიგებ მეტს იმ ორგანიზმების შესახებ, რომლებიც არსებობს ჩვენ გარშემო. ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით შეძლებ, თავად შეისწავლო სხვადასხვა მცენარე, მწერი, ცხოველი მიკროსკოპში და გაეცნო ამ ორგანიზმების ველურ ბუნებაში არსებობის თავისებურებებს.

ზოოლოგიის კარავში

გაიგებ რა ორგანიზმები ცხოვრებენ ექსტრემალურ პირობებში და როგორ ახერხებენ იქ არსებობას.

აღმოაჩენ, რომ დედამიწის მტკნარი წყლის დიდი ნაწილი სწორედ მიწისქვეშაა დამალული. გაიცნობ საქართველოს უნიკალურ მღვიმეებს, რომლებიც მსოფლიოშიც გამორჩეულია.

სამოქალაქო ინჟინერიის კარავში

გაიგებ, როგორ იგეგმება და შენდება ხიდები, შენობები და ინფრასტრუქტურა, რა განსაზღვრავს მათ სიმტკიცესა და სტაბილურობას და როგორ უმკლავდებიან ინჟინრები გარემო ფაქტორებს.

ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით შეძლებ, თავად გამოსცადო სხვადასხვა კონსტრუქციის გამძლეობა, სტაბილურობა და დიზაინის ეფექტურობა, ასევე გაიგებ, როგორ ნაწილდება დატვირთვა და რატომ აქვს მნიშვნელობა ფორმასა და მასალას.

გაეცნობი, როგორ მოქმედებს გარემო ფაქტორები - მიწისძვრა, წყალი და ნიადაგი - და როგორ ითვალისწინებენ მათ ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას.

მონაწილეობას მიიღებ სახალისო გამოწვევებში და გამოსცდი საკუთარ თავს, როგორც მომავალი ინჟინერი.

კომპიუტერული მეცნიერების და კომპიუტერული ინჟინერიის კარავში

ილიაუნის სტუდენტები წარმოადგენენ თავიანთ ხელნაკეთ პროექტებს და გაგიზიარებენ, როგორ იქმნება მიკროსქემების დიზაინი და საინტერესო ტექნოლოგიური მოწყობილობები.

ასევე, წარმოდგენილი იქნება საბრძოლო რობოტები (BattleBots), რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კონკურსში.

შემოგვიერთდი!

ფოტო და ვიდეო

ილიას განათლების ფესტივალი 2026

ადგილი

ბათუმი

პორტის ქალაქი და შავი ზღვის კურორტი ბათუმი – ქართული რესპუბლიკა აჭარის დედაქალაქია. ბათუმის ბულვარი გადის სანაპიროს, პარკისა და პლაჟის გასწვრივ. 130 მეტრის სიმაღლის ანბანის კოშკზე, რომელზეც ქართული ანბანის ასოებია, მდებარეობს საოცარი ხედების პლატფორმა, საიდანაც ზღვის ხედით დატკბობა შეგიძლიათ. ძველ ქალაქში შეგიძლიათ იხილოთ მე-19 საუკუნის მრავალი რეკონსტრუირებული შენობა. ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ბოტანიკური ბაღი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მცენარეებია წარმოდგენილი.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება