მონოპოლია — ეს არის მრავალმომხმარებლიანი დაფის თამაში, რომელიც ეკონომიკის თემატიკაზეა დამყარებული. თამაშში მოთამაშეები ისვრიან ორ კუბიკს, რათა გადაადგილდნენ თამაშის დაფაზე, ყიდულობენ და ცვლიან საკუთრებებს და ავითარებენ მათ სახლებისა და სასტუმროების დახმარებით. მოთამაშეები აგროვებენ ქირას მოწინააღმდეგეებიდან და ცდილობენ მიიყვანონ ისინი ბანკროტობამდე.