მენიუ
ფილმი, რომელიც ,,იწყება როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა და გრძელდება, როგორც დოკუმენტური კინო“. იუმორში გახვეული პოლიტიკური სატირა, რომელიც მოგვითხრობს სამყაროზე, სადაც მონოპოლისტური კომპანიები და არც თუ ისე გონიერი პოლიტიკოსები მართავენ სამყაროს, მოსახლეობის უმრავლესობა კი პურისა და სანახაობის ყველაზე პრიმიტიული ფორმებით იქცევს თავს. ფილმში ჩვენი დროიდან 500 წლის შემდეგ ვითარდება მოქმედება, თუმცა იმდენაც ასახავს თანამედროვე რეალობას, შეუძლებელია მასში ბევრი ის ადამიანი, სისტემა ან სიტუაცია არ დავინახოთ, რომელსაც დღესდღეობით ვიცნობთ.