იდა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
იდა

იდა

იდა
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან18
ინგლისური, რუსული

განრიგი

16.07.2026
ხუთშაბათი
21:00
18

აღწერა

ობლად დარჩენილმა ანამ ბავშვობა და ახალგაზრდობა პოლონეთის მონასტერში გაატარა. სანამ საბოლოოდ მონაზვნად აღიკვეცება, გადაწყვეტს შეხვდეს თავის ერთადერთ ცოცხალ ნათესავს — ვანდას. სწორედ მისგან იგებს, რომ სინამდვილეში ებრაელია და რომ მისი მშობლები ჰოლოკოსტის მსხვერპლნი გახდნენ.

ორივე ქალი ერთად მიემგზავრება, რათა საკუთარი ოჯახის ტრაგიკული წარსული გამოიკვლიოს და სიმართლე აღმოაჩინოს. თუმცა ზოგჯერ წარსული მოულოდნელად იჭრება აწმყოში და ადამიანის ცხოვრებას სრულიად ცვლის.

პაველ პავლიკოვსკის სხვა ნამუშევრების მსგავსად, „იდა“ განსაკუთრებული შინაგანი სიმშვიდითა და კონცენტრაციით გამოირჩევა — თითქოს მონაზვნის ჩუმ ლოცვას ადევნებ თვალს. როგორც დოკუმენტური კინოს გამოცდილ რეჟისორს, პავლიკოვსკის რეალობასთან, ისტორიასა და თავად გადასაღებ სივრცესთან დიალოგი განსაკუთრებით აინტერესებს. სწორედ ამიტომ ეს მინიმალისტური, ვიზუალურად სუფთა ფილმი ერთდროულად ძალიან ფაქიზიცაა და საოცრად დაკვირვებულიც.

🏆 ოსკარის მფლობელი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.

ფოტო და ვიდეო

იდა

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება