ნაყინის ფესტივალი Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში
9 და 10 აგვისტოს Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace უმასპინძლებს ნაყინის ფესტივალს.
ღონისძიება გაიმართება სასტუმროს ტერიტორიაზე, ავლაბრის მეტროსადგურთან ახლოს.
სტუმრებს ელოდებათ სხვადასხვა მწარმოებლის ნაყინის ფართო არჩევანი, რომლის დაგემოვნებაც მთელი ფესტივალის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
დასწრება თავისუფალია!