SoundWave Events ამაყად წარმოგიდგენთ: იან პული თბილისში ბრუნდება!
მოემზადეთ დაუვიწყარი ღამისთვის! 28 ივნისს, 23:00 საათზე, El Centro უმასპინძლებს ელექტრონული მუსიკის ნამდვილ ლეგენდას – გერმანელ პროდიუსერსა და დიჯეის, იან პულის!
იან პულის მუსიკალური კარიერა 1993 წელს დაიწყო და მას შემდეგ იგი უცვლელად რჩება ჰაუსის და ტექ-ჰაუსის სცენის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და გავლენიან ფიგურად. მისი შემოქმედება მოიცავს მრავალ წარმატებულ ალბომს, ხოლო მისი ორიგინალური ნამუშევრების გარდა, პულიმ შექმნა რემიქსები ისეთი ლეგენდარული არტისტებისთვის, როგორებიცაა Deee-Lite, Daft Punk, Carl Cox და Bob Sinclar.
ამ ღამეს მასთან ერთად სცენას გაიზიარებენ ქართული ელექტრონული სცენის გამორჩეული წარმომადგენლები: sumo და Nika Chikovani, რომლებიც საღამოს რიტმებს კიდევ უფრო ააჩქარებენ!
Dress Code:Smart Elegance
მოემზადეთ ემოციებით სავსე, მუსიკალური მოგზაურობისთვის!
მაგიდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 510104060
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი ღონისძიების მხარდამჭერია Performance Auto Detailing, რომელიც არტისტის კომფორტულ გადაადგილებაზე იზრუნებს.
https://www.instagram.com/performance.ge?igsh=MW52b2Rucmd1bjh1ag==
ხანგრძლივობა: 6 საათი
ასაკობრივი შეზღუდვა: 23+
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება