მუსიკა, შთაგონებული ვივალდის, მოცარტის და პიაცოლას ხელოვნებით, გამდიდრებული აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ბალკანეთის ხალხური მუსიკის ელემენტებით, მსმენელს გაიტაცებს მუსიკალურ მოგზაურობაში ახალ სამყაროში, დროისა და სივრცის განზომილებების მიღმა.
ახალი ალბომის მუსიკის გარდა, კონცერტის მეორე ნახევარში, იან მაქსინი შეასრულებს სხვა ორიგინალურ ინსტრუმენტულ კომპოზიციებს და სიმღერებს მისი კოლექციიდან, რომელიც უკვე 200-ზე მეტ სიმღერას ითვლის 31 ენაზე.
დასაწყისი: 20:00
ცნობილი ამერიკელი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და ვოკალისტი, იან მაქსინი, რომელიც ოცდაათზე მეტ ენაზე მღერის, კვლავ ეწვევა საქართველოს მისი ახალი ალბომის "Amor Renatus"-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში!
ადგილი
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
8, Griboedov street, Tbilisi
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.