"ნიშნები და ცირკულაციანიშნები ყველგანაა, სადაც ადამიანია. ჩვენ არამარტო ვხედავთ და ამოვიცნობთ მათ, არამედ ვქმნით და ვაძლევთ სხვადასხვა ფორმას.. ისინი ფორმირდებიან ჩვენს ნაწერში, სიტყვებში, მიმიკაში, სხეულზე, მოძრაობაში, ნახატში.. ნიშნების დანახვა აზროვნების საწყისია. ნიშნის სწორი ამოცნობა, მისი სწორად წაკითხვა კი აზროვნებაა. ნიშნის სწორ-არასწორ ამოცნობაზე დგას სამყარო. დანახვის, ამოცნობისა და შექმნის პროცესი აზროვნებისთვის ფორმის მიცემაა და შემდგომ - სამყაროში ცირკულირება. ისინი ყოველთვის ბრუნდებიან, ზოგჯერ განსხვავებული ან მსგავსი სახით და ისევ გვტოვებენ.."
ია მჭედლიშვილი