მშობლების დაშორების შემდეგ ორი ძმა ერთმანეთისგან შორს აღმოჩნდება: ისინი სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ და ძალიან ენატრებათ ერთმანეთი. ერთ დღეს უფროსი ძმა სკოლაში ისმენს ლეგენდას, რომლის მიხედვითაც, თუ სწრაფმავალი მატარებლების შეხვედრის წერტილში სურვილს ჩაიფიქრებ, ის აუცილებლად ახდება — და იწყებს მოგზაურობის გეგმის შედგენას.
საინტერესოა, რომ ფილმი თავდაპირველად იაპონიის მაღალსიჩქარიანი რკინიგზის ქსელის რეკლამის სახით იყო ჩაფიქრებული. ამ მომენტში უნებურად გვახსენდება ვიმ ვენდერსი: მისი „იდეალური დღეებიც“ თავდაპირველად სარეკლამო პროექტად დაიწყო, საბოლოოდ კი ოსკაროსან ფილმად იქცა.
კორეედა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეჟისორია და, უდავოდ, ერთ-ერთი ჩვენი ფავორიტი. მისი კინო ყოველთვის ძალიან გულწრფელი და ემოციურია და თითქმის ყოველთვის ოჯახსა და მასში არსებულ ურთიერთობებზე გვიყვება.
