I want change | 3 days bodywork therapy workshop with Devaraj თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
I want change | 3 days bodywork therapy workshop with Devaraj

I want change | 3 days bodywork therapy workshop with Devaraj

I want change | 3 days bodywork therapy workshop with Devaraj
71 Sairme St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან90
advertising
ინგლისური, ქართული

განრიგი

23.01.2026
პარასკევი
19:00
90 ₾ - 460
90 ₾ - 460
ვრცლად
24.01.2026
შაბათი
19:00
90 ₾ - 460
90 ₾ - 460
ვრცლად
25.01.2026
კვირა
19:00
90 ₾ - 460
90 ₾ - 460
ვრცლად

აღწერა

 23; 24; 25 იანვარს ლუმოსში, გეპატიჟებით სხეულზე ორიენტირებული თერაპიული ტექნიკების სამდღიანი ვორქშოფების სერიაზე, რომელსაც გაუძღვება ცნობილი ბრიტანელი სხეულზე ორიენტირებული თერაპევტი, დევარაჟ სანდბერგი.

 დევი 20 წელზე მეტია რაც ინტენსიურ თერაპიულ ვორქშოფებს უძღვება მსოფლიოს გარშემო, არის სხეულზე ორიენტირებული თერაპიის წიგნების ავტორი.
https://shorturl.at/4wuSD

მე მინდა ცვლილება - ვორქშოფის სპეციფიკის შესახებ დევი თავად მოგვითხრობს:

საკუთარ თავზე მუშაობ თუ კლიენტებთან, ამ ინტენსიურ ვორქშოფზე ისწავლი, როგორ შეძლო გრძელვადიანი ცვლილება სხეულზე ორიენტირებული თერაპიის ტექნიკების საშუალებით.

ცხოვრებაში ჩვენ ვერ ვცვლით გარემოს — ვერ ვცვლით სამყაროს ჩვენს ირგვლივ. ამის გამო ხშირად გვაქვს განცდა, რომ ჩიხში ვართ და შედეგად, ვიწყებთ ნეგატიური, განმეორებადი ქცევების ჩამოყალიბებას. მაგრამ როდესაც აღმოვაჩენთ გზას, თუ როგორ განვახორციელოთ მნიშვნელობანი ცვლილება ჩვენს შინაგან სამყაროში, ცხოვრება საოცარი ხდება — მიუხედავად იმისა, სად ვცხოვრობთ და რა ხდება ირგვლივ. 

 

 გაიგე მეტი, რა უნდა გააკეთო, როდესაც ჩიხში ხარ ან გაკლია თავდაჯერება.

მათთვის, ვისაც სურს სიღრმისეული ცვლილებები ცხოვრებაში და მზადაა, იმუშაოს საკუთარ სხეულზე, რადგან ჩვენი სხეული ინახავს ტრავმებსა და წარსულ გამოცდილებებს. სხეულთან მუშაობის პროცესი ინტენსიურია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, ვორქშოფში მონაწილეობის მსურველებს ჰქონდეთ მზაობა ახალი, ძლიერი გამოცდილებების მისაღებად, რომლებიც ხშირად სპონტანური და მოულოდნელობებით აღსავსეა.

 ვორქშოფების სერია დაეთმობა სხეულზე დაფუძნებული თერაპიის 5 სხვადასხვა ტექნიკის შესწავლას ისე, ვორქშოფის დასრულების შემდგომ დამოუკიდებლად, სახლშიც შეძლოთ მათი გამოყენება.

მოემზადე ინტენსიური და ტრანსფორმაციული გამოცდილებისთვის.

ვორქშოფები ჩატარდება:

23 იანვარს 19:00-21:00 საათზე;
24-25 იანვარი, 11:00-18:00 საათზე;

 დამსწრეების მაქსიმალური რაოდენობაა: 16 ადამიანი.

ღირებულება: 
3 დღე - 460 ლარი
მხოლოდ პარასკევი - 90ლარი

 

 რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების 50%-ის, 230 ლარის გადახდას. დარჩენილი ნაწილის სრულად გადახდა ხდება არაუგვიანეს ღონისძიებამდე 1 კვირით ადრე.

17 იანვრამდე გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ სრული გადახდილი თანხა მინუს 50 ლარი ადმინისტრაციის ხარჯი.

 20 იანვრის შემდეგ გაუქმების შემთხვევაში თანხა უკენ ვერ დაბრუნდება.

დევის ჩენელ არხი იუთუბზე:
https://www.youtube.com/@DevarajSandberg

ფოტო და ვიდეო

I want change | 3 days bodywork therapy workshop with Devaraj

ადგილი

ლუმოს
იოგა/ კომიუნიტი / ტაი ჩი / ქიგონგ / მედიტაცია / ცეკვები / პილატესი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება