სპექტაკლში მრავლად არიან პერსონაჟები, რომლებიც ზედმიწევნით კარგად გვაჩვენებენ გურულ სულს, ტემპერამენტს, იუმორს, დადებით და უარყოფით ხასიათებს. სიმძიმის მიუხედავად სპექტაკლი მაინც გვიტოვებს იმედის განცდას, რადგან მოვა დრო და ხატია იტყვის ხმამაღლა: ,,ეს მე ვარ ხალხო ხატია, მე ვხედავ მზეს“
