17 ივლისს - თანამედროვე ტექნო მუსიკის სცენის, ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური და არაორდინალური ფრანგი არტისტი - I Hate Models - Mono Hall Batumi-ში დაუკრავს. მსმენელის წინაშე ასევე წარსდგებიან: BREATHDUB და STAOX.
როგორც არტისტი, მის უნიკალურ შემოქმედებით გზაზე, I Hate Models არღვევს სტანდარტულ სტრუქტურებს და ნაცვლად ამისა ფოკუსირებულია ემოციურ რეაქციაზე. ელექტრონული მუსიკის ენერგია მისთვის არის როგორც საკუთარი გრძნობების გამტარი, ასევე მსმენელისთვის, ემოციის გაზიარების ინსტრუმენტი. განწყობათა სპექტრი — მის მუსიკაში და დიჯეი სეტებში — ხშირად მოისმენთ ემოციური დიაპაზონის ძალიან ფართო სპექტს, მელანქოლიური ჟღერადობიდან, ტექნოსთვის დამახასიათებელ მძიმე და უხეშ ჟღერადობამდე, რაც თავისმხრივ მისი როგორც არტისტის, ავთენტურობასა და უნიკალურობას უსვამს ხაზს.
I Hate Models გამოქვეყნებული აქვს მუსიკა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Arts & Perc Trax, სადაც 2019 წლის ალბომი L’Âge Des Métamorphoses გამოიცა. მას ასევე რემიქსები აქვს გაკეთებული არაერთი გლობალური მასშტაბის მუსიკოსისთვის, მათ შორის Depeche Mode. მისი მონსტრული ედიტი ტრეკზე „Toro“ მსოფლიოს მოედო. I Hate Models მუდმივად მონაწილეობს მსხვილ გლობალურ ფესტივალებზე, როგორიცაა: Ultra და EDC.
I Hate Models-ის მუსიკა დინამიკურია და სხვადასხვა ჟღერადობების ელემენტებს აერთიანებს, როგორიც არის: ტექნო, ინდუსტრიალი და ტრანსი — იგი თამამად მიმართავს სტილისტურ ცვლილებებს, მაგალითად ემოციურად გამოკვეთილ Forever Melancholia EP-ს და აქცევს მათ თავის როგორც არტისტის განვითარების ბუნებრივ ნაწილად.
ასაკობრივი შეზღუდვა 18+