HR STORY თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
HR STORY

HR STORY

HR STORY
V.Vekua Street 3a, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 87
advertising
ქართული

აღწერა

HR hub–ის ორგანიზებით, 5 მარტს, 17:00 საათზე, ბაზარი ორბელიანის ტერასაზე (ვეკუას ქუჩა 3ა) ღონისძიება HR Story გაიმართება.

დელეგატები ღონისძიებას კერძო და საჯარო სექტორიდან დაესწრებიან. ღონისძიების მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ნეთვორქინგი.

სპიკერები გაგვიზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.

დასასწრებად დარეგისტრირდით ამ ბმულზე: forms.gle/wFksngB7Q7zQTPaM8

მთავარი თემებია:

  • მოტივაცია
  • შთამაგონებელ HR ისტორიები
  • კარიერა HR-ში
  • HR-დან ახალი გამოწვევებისკენ: მეწარმეობასა და ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე
  • HR პროექტები.

რატომ უნდა დავესწროთ ღონისძიებას?

  • იქნებით ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში და გაეცნობით მიმდინარე სიახლეებს;
  • გაიზიარებთ კოლეგების ცოდნასა და გამოცდილებას;
  • აღმოაჩენთ, გაიცნობთ და გაეცნობით საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო პრაქტიკებს, იდეებსა და ინოვაციებს HR სფეროში.

სპიკერები და განრიგი

  • 17:00 – ღონისძიების გახსნა

 

 

  • 17:15 – ირმა ოქროპირიძე – ციფრული ტრანსფორმაციისა და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, HR ექსპერტი
  • თემა: პირველი ინტერვიუ – შეცდომების კომედია

 

  • 17:35- ნინო ფეიქრიშვილი – Self.HR – ის დამფუძნებელი
  • თემა: ქალების ხმა ტექნოლოგიებში

 

 

  • 17:55 – ია კაპანაძე – Optimo Group-ის Chief Human Resources Officer
  • თემა: მასწავლებლობიდან ეიჩარში

 

  • 18:15 – ანა ყულოშვილი – Fino – Audit & Accounting-ის ადამიანური კაპიტალის ხელმძღვანელი
  • თემა: ჩემი HR რევოლუცია – როგორ ვაქციე თანამშრომლებზე ზრუნვა ბიზნეს სტრატეგიად

 

 

  • 18:35 ყავის შესვენება

 

 

  • 19:05- გვანცა ბარაბაძე – პიროვნული განვითარების მენტორი
  • თემა: ადამიანის პოტენციალის გაღვიძება: HR, როგორც შესაძლებლობების არქიტექტორი
  •  

 

  • 19:25 – ნინო მესაბლიშვილი – CMC – ის ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი
  • თემა: როგორ შევქმნათ და განვავითაროთ საუკეთესო გუნდი

 

 

  • 19:45 – სოფო ნაცვლიშვილი Click Events–ის დამფუძნებელი
  • თემა: როგორ გავახაროთ და ვამოტივიროთ თანამშრომლები?

 

 

ვისთვისაა ღონისძიება?

კერძო და საჯარო სექტორის:

  • HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები);
  • HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის;
  • დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის;
  • C-Suite – TOP მენეჯერებისთვის.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 მარტი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@hrhub.ge 555362263 ან 591990107.

ღონისძიების პარტნიორია პიელ ნატურალსი.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სასტუმრო ეპიზოდი, სამუშაო სივრცე NetworkGrant Thornton Georgia, Geosoft.

მედია პარტნიორები: პალიტრა ნიუსიამბები.ge, bpn

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+

ფოტო და ვიდეო

HR STORY

ადგილი

ბაზარი ორბელიანზე
ბაზარი ორბელიანზე
V.Vekua Street 3a, Tbilisi
ბაზარი ორბელიანი უნიკალური და უპრეცედენტო ადგილია საქართველოში და მთელ რეგიონში. ეს არის ახალი სივრცე, რომელიც გულისხმობს თბილისის ისტორიულ ნაწილში 1886 წლიდან არსებული ისტორიული ბაზრის აღდგენის ახალ კონცეფციას. ბაზარი ორბელიანი პირველი კვების დარბაზია რეგიონში. ის აერთიანებს 50-მდე კვების კუთხეს, ბარს, კაფეს და à la carte რესტორანს, რომელიც სტუმრებს სთავაზობს საუკეთესო ქართულ და საერთაშორისო სამზარეულოს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება