HR hub-ის ორგანიზებით, 16 ივნისს, 16:00სთ-ზე, ფუნიკულიორის კომპლექსში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2025 ჩატარდება. ოქროს სპონსორია Teamboat. ღონისძიების ვერცხლის სპონსორია apeople/adjarabet.com.
8 წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიება, როგორც ყოველთვის, წელსაც ბევრ სიახლეს გპირდებათ. HR ბიზნეს სამიტის მთავარი თემა HR ქეისებია.
ღონისძიება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, გაჯერებული იქნება საინტერესო HR ქეისებით და ინსპირაციის უდიდესი დოზით.
თქვენ გელოდებათ შთამაგონებელი გამოსვლები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები, ნეთვორქინგი, გათამაშება და პრიზები. ძველი და ახალი პარტნიორებს/კოლეგებს ერთ სივრცეში შეხვდებით.
სპიკერები აქტუალურ თემებზე საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ, თუ როგორ გადაჭრეს და მოაგვარეს სხვადასხვა გამოწვევა.
რა გელოდებათ, როგორი იქნება ღონისძიების ფორმატი და რა აქტივობებია დაგეგმილი წლევანდელ სამიტზე?
დაესწრებით შთამაგონებელ გამოსვლებს მთავარ სცენაზე, მასტერკლასებსა და ვორქშოპებს, მიიღებთ ახალ ცოდნას, გაიზიარებთ გამოცდილებას, შეიძინთ ახალ კონტაქტებს და დატკბებით ფუნიკულიორის შესანიშნავი გარემოთი და ხედებით
ვისთვისაა ღონისძიება?
ღონისძიება განკუთვნილია კერძო და საჯარო სექტორის:
ვინ იქნებიან სპიკერები და რა თემებზე იქნება საუბარი?
ღონისძიების ძირითად ნაწილს საშა კაცმანი, სანდრო ჯეჯელავა და პაატა პაპავა გაუძღვება.
თითოეული მათგანი თქვენს წინაშე სხვადასხვა თემით წარდგება. შემდეგ კი პანელში სასაუბროდ და კონკრეტული ეიჩარ ქეისების მოსაყოლად, სხვადასხვა კომპანიის ეიჩარებსა და დირექტორებს მოიწვევენ. ასევე იქნება 5 პანელ დისკუსია აქტუალურ თემებზე.
სანდრო ჯეჯელავა – Flowmaster – ის დამფუძნებელი და დირექტორი
თემა: HR Story 1995 – 2035 წლებში (როგორ იცვლებოდა და შეიცვლება HR-ის როლი)
პანელ დისკუსია I: პანელის თემა – HR transformation story
პანელის მონაწილეები:
პაატა პაპავა – „თიმბოუთის“ მმართველი პარტნიორი
თემა: HR ლიდერის პორტრეტი
პანელ დისკუსია II: თემა – ინიციატივები
პანელის მონაწილეები:
საშა კაცმანი – ორგანიზაციული ცნობიერების, კულტურის და ლიდერობის კონსულტანტი, Katsman&Friends – ის დამფუძნებელი
თემა: კომუნიკაციის პარადიგმები მართვასა და ლიდერობაში
პანელ დისკუსია III: როგორ გახდეს HR ბიზნესის ნაწილი
პანელის მონაწილეები:
პანელ დისკუსია IV: HR ქეისები HR ლიდერებისგან – წარმატების ალგორითმი თუ HR ჯადოქრობა?
პანელს გაუძღვება HR და ორგანიზაციული განვითარების ექსპერტი ნანა ყუფუნია და Talent Flow-ს დამფუძნებელი ლიკა ნოზაძე
პანელის მონაწილეები:
პანელ დისკუსია V: პანელი – HR ტრანსფორმაცია ციფრულ სამყაროში
პანელს გაუძღვება ნინი ხარშილაძე, Signify-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი
პანელის მონაწილეები:
ვორქშოპები
apeople – გააცნობიერე სტერეოტიპები
სტერეოტიპები და გაუცნობიერებელი მიკერძოებები ჩვენს გონებაში ნელ-ნელა, ჩვენგან დამოუკიდებლად იძერწება. ხშირად გვგონია, რომ თავისუფლად ვფიქრობთ და მიუკერძოებლები ვართ, თუმცა სტერეოტიპები ჩუმად გვკარნახობენ არჩევანს. თუ მეტი გაინტერესებს, გეპატიჟებით ვორქშოფზე, სადაც ერთად დავფიქრდებით, რა გავლენას ახდენს ჩვენს ქვეცნობიერში ჩამალული მიკერძოებები ჩვენს გადაწყვეტილებებზე, გუნდურ ურთიერთობებსა და სამუშაო კულტურაზე.
შემოგვიერთდი, იქნებ შენი გაოცებაც შევძლოთ!
ღონისძიება ტრადიციულად უამრავი აქტივობით იქნება დატვირთული. ბოლოს გელოდებათ სიურპრიზი.
Self.HR– ადამიანები ბიზნესში: ვინ ქმნის წარმატების ისტორიას?
პანელს გაუძღვება ნინო ფეიქრიშვილი – Self.HR-ის თანადამფუძნებელი
პანელის მონაწილეები:
ფლომასტერი
Gen Z-ის Onboarding – როგორ ვითანამშრომლოთ თაობასთან, რომელიც ცვლის თამაშის წესებს.
ტრენერები: ანი ხარშილაძე & მარიეტა მაჭარაშვილი
მენეჯმენტი და ლიდერობა ბუნებრივი, ემოციური და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით
ტრენერები: ქეთი ტყავაძე & ვანო ნადირაძე
წელს HR hub ათი წლის ხდება და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სცენაზე დამფუძნებლები ანა ნავდარაშვილი და ანა გზირიშვილიც გამოვლენ და პირველად HR hub – ის ისტორიაში, მოგვიყვებიან თუ რა იყო მთავარი შთაგონება და ინსპირაცია, რამაც გვიბიძგა შეგვექმნა უმსხვილესი ინოვაციური HR ჰაბი საქართველოში, რაც სხვებისთვისაც შესაძლოა ინსპირაცია გახდეს, როგორ შეიძლება დაიწყო ნულიდან და შექმნა პროექტები, რომლებიც ჩვენი და ჩვენი კოლეგების პროფესიულ ცხოვრებას ცვლის.
HR Expo
ღონისძიებაზე დაგხვდებათ HR Expo, სადაც სხვადასხვა კომპანია საინტერესო და საჭირო HR სერვისებს გაგაცნობენ და სპეციალურ შეთავაზებებსაც შემოგთავაზებენ.
გადახედეთ HR ბიზნეს სამიტის 8 წლიან წარმატებულ ისტორიას!
შემოგვიერთდით HR გუნდებთან ერთად!
ჩვენ ერთად ვქმნით წლის მთავარ HR ღონისძიებას, დღეს, რომელიც სულ გემახსოვრებათ!
მხარდამჭერები არიან: FitPass ფლომასტერი Self.HR Grant Thornton Georgia / გრანთ თორნთონ საქართველო Network • ნეთვორქი Geosoft Cloud • ჯეოსოფტი TreeDesign
მედია მხარდამჭერია: Palitra Media Holding • პალიტრა მედია ჰოლდინგი
ასაკობრივი შეზღუდვა: +18