ბოროტმა ჯადოქარმა 18 წლის სოფი მოხუცის სხეულში გამოამწყვდია — მან გოგონას წყევლა დაადო, რის შედეგადაც სოფი ახალგაზრდობას კარგავს. „ბებია-გოგო“ ქალაქიდან გარბის და გზად უცნაურ, ფეხებიან სახლს ხვდება. მისი მფლობელი ჰაულია — ცნობილი მაგი და ლამაზი ახალგაზრდა, მაგრამ ამავე დროს მოუწესრიგებელი, მშიშარა და ისტერიული, რომელიც ფარდის მიღმა ცხოვრობს და საკუთარ გარეგნობაზე კომპლექსდება.
„მოსიარულე ციხე“, რომელიც თითქოს ბავშვებისთვის არის შექმნილი, სინამდვილეში მიაძაკის პირველი სრულად ზრდასრული ფილმია „პორკო როსოს“ შემდეგ: მისი სიმყუდროვე მოჩვენებითია, მისი სილამაზე — დეკადენტური და მოუსვენარი.
მოსიარულე ციხის პროტოტიპად გამოყენებულია რუსული ხალხური ზღაპრებიდან ცნობილი ქოხი ქათმის ფეხებზე.