საჯარო ლექცია - „როგორ დავამარცხოთ AI, წინდებით და მატრასებით“
2 აპრილი
14:00
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი (სანგუ)
SANGU-ში გაიმართება საჯარო ლექცია აქტუალურ და კრეატიულ თემაზე: „როგორ დავამარცხოთ AI, წინდებით და მატრასებით“.
სპიკერი: თორნიკე ტურიაშვილი — ლექტორი, ტრენერი, „Kraken“-ისა და „Giffer“-ის დამფუძნებელი, „Invia“ ჰოლდინგის მარკეტინგის დირექტორი.
ლექციის ფარგლებში სპიკერი ისაუბრებს ტექნოლოგიურ გამოწვევებზე, კრეატიულ მიდგომებსა და მარკეტინგულ სტრატეგიებზე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
შეხვედრა საინტერესო იქნება როგორც მარკეტინგით დაინტერესებული პირებისთვის, ისე სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ გაიგონ მეტი თანამედროვე ციფრული სამყაროსა და ინოვაციური გადაწყვეტების შესახებ.