პარასკევს გიწვევთ რიდინგ-გრუპსა და სტატიის განხილვაზე —
“Systematizing constitutional deliberation: the 2016–18 Citizens’ Assembly in Ireland”,
რომელიც დეტალურად აღწერს ირლანდიის სამოქალაქო ასამბლეის მოწყობასა და მუშაობას — XXI საუკუნის ინსტიტუციონალიზებული საზოგადოებრივი დიალოგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაგალითს.
ჩვენი ყურადღების ცენტრში იქნება არა იმდენად პოლიტიკური შედეგი, არამედ თავად პროცესი: როგორ შეირჩნენ მონაწილეები, როგორ იყო მოწყობილი ფასილიტაცია, როგორ მუშაობდნენ ექსპერტები და საექსპერტო ჯგუფები, ვინ და როგორ ამზადებდა მასალებს და როგორ იქნა deliberation „სისტემატიზებული“ — ერთჯერადი ექსპერიმენტიდან გამეორებად დემოკრატიულ პროცედურად გარდაქმნილი.
სტატია უნიკალურია იმით, რომ გვაძლევს შესაძლებლობას ასამბლეა ფაქტობრივად „დავშალოთ დეტალებად“ — ორგანიზაციული ჩარჩოდან და როლების განაწილებიდან დაწყებული, დისკუსიების ლოგიკით, რეკომენდაციების ფორმულირებითა და პოლიტიკურ ინსტიტუტებთან ურთიერთქმედებით დამთავრებული.
რიდინგ-გრუპი საინტერესო იქნება მათთვის, ვინც ინტერესდება პოლარიზაციის პირობებში დიალოგით, სამოქალაქო ასამბლეებითა და რთული საუბრის ფასილიტაციით. ასევე მათთვის, ვინც ეძებს დემოკრატიული პროცესების მოქმედ მოდელებს, რომლებიც სცდება მხოლოდ არჩევნებსა და საჯარო დებატებს.
შეხვედრას გაუძღვება ბელა ალექსანდერ @bella.alexandr93 — იურისტი, პოლიტ- და ეკოაქტივისტი, „რაციონალური კითხვის კლუბის“ მენეჯერი და საზოგადოებრივი დიალოგის განვითარებისკენ მიმართულ ერთ-ერთი პროექტის თანაორგანიზატორი.
