როგორ მოახერხა იდუმალმა ბენქსიმ, რომ თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ცნობილ ავტორად ქცეულიყო და რატომ არის გრაფიტი მისი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილი?
რაზე შეიძლება ვისაუბროთ ხელოვანზე, რომელიც საკუთარ ვინაობას დღემდე საიდუმლოდ ინახავს? ალბათ, საუკეთესო გზა მის შესახებ საუბრისთვის მისი ხელოვნებაა.
თანამედროვე ტექნოლოგიები და ჟურნალისტური გამოძიებები ნელ-ნელა გვიმხელს ბენქსის ბიოგრაფიის ზოგიერთ დეტალს, თუმცა თავად ავტორი საკუთარ თავს ყველაზე გულწრფელად სწორედ ნამუშევრებით გვაცნობს. მისი ნამუშევრები ირონიული, მწვავე და პროვოკაციულია — ისინი გვაიძულებს შევხედოთ იმ რეალობას, რომლის იგნორირებაც ხშირად უფრო მარტივია.
„ხელოვნებამ უნდა ანუგეშოს შეშფოთებულები და შეაშფოთოს ისინი, ვინც კომფორტში ცხოვრობს“ — ეს იდეა ბენქსის თითქმის ყველა ნამუშევარში იკითხება და ცხადყოფს, რომ მისი შემოქმედება დიდი ხანია სცდება ქუჩის ხელოვნების საზღვრებს.
ვინ არის ბენქსი? ვანდალი? ხელოვანი? პროფესიონალი პროვოკატორი თუ ადამიანის ხმის უფლების დამცველი?
ერთი რამ უდავოა — ის თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხმაა.
ლექციაზე განვიხილავთ: