Honey Dijon თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Honey Dijon

Honey Dijon

Honey Dijon - ჩიკაგოში დაბადებული დიჯეი და პროდიუსერია, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწეობს. მისი გამორჩეული სტილის წყალობით, Dijon 2013 წელს, New York Times-ის მიერ იქნა აღიარებული, როგორც პოპულარული ჰაუს მუსიკის დიჯეი. ხოლო 2018 წელს, Resident Advisor-მა განაცხადა, რომDijon-მა დიჯეინგში, ე.წ. მიძინებული სტილი გააცოცხლა და ელექტრონული მუსიკის სცენა, დისკოს ოქროს ეპოქაში დააბრუნა. თავად არტისტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა რომ მსმენელისთვის ის, უმეტესად დისკოს, ჩიკაგო და კლასიკური ჰაუსის სტილთან ასოცრიდება, მას ასეთივე წარმატებით შეუძლია რითმული ტექნოს ვაიბით, მომაჯადოვებელი მუხტი შექმნას სცენაზე. მას შემდეგ რაც Honey Dijon-მა დიჯეინგი ნიუ-იორკში დაიწყო, ის მალევე შეამჩნიეს მოდის ინდუსტრიის გიგანტმა ბრენდებმა. რის შედეგადაც, მალევე შედგა მისი თანამშრომლობა 21 საუკუნის ყველაზე შთამბეჭდავ შოუებზე. აღსანიშნავია, Dijon-ის კოლაბორაცია ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არის: Louis Vuitton და Dior. კარიერის მანძილზე, Honey Dijon არაერთ საერთაშორისო დაჯილდოვებაზე იყო ნომინირებული, თუმცა აღსანიშნავია 2019 წლის DJ Mag Best of North America Awards -ის დაჯილდოვება, სადაც არტისტმა, საუკეთესო დიჯეის ტიტული მოიპოვა. თუმცა მისი კარიერა, კიდევ უფრო სხვა საფეხურზე აიყვანა, 2023 წელს მოპოვებულმა გრემის ჯილდომ, რომელიც Dijon-მა წლის საუკეთესო საცეკვაო მუსიკის ალბომის ნომინაციაში მიიღო. - Jino Dollini - 23:00 - 03:00 - Honey Dijon - 03:00 - 05:00 - Tobako Tween - 05:00 - End ♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+ 📍 ლოკაცია: Spacehall Kustba
Honey Dijon
Turtle Lake, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

15 ივნისს - Spacehall კუსტბაზე - Mono Hall-სა და Boom Boom Booking Agency-ის ორგანიზებით - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, გრემის მფლობელი ამერიკელი დიჯეი და პროდიუსერი - Honey Dijon დაუკრავს. მუსიკალურ თავგადასავალს, ლოკალური სცენისთვის უკვე კარგად ნაცნობი ქართველი არტისტები: Jino Dollini და Tobako Tween განაგრძობენ.

ფოტო და ვიდეო

Honey Dijon

ადგილი

SPACEHALL KUSTBA
SPACEHALL KUSTBA
Turtle Lake, Tbilisi
სეზონური ადგილი მუსიკალური კონცერტებისთვის
ამ ადგილის ყველა ღონისძიება