Homo Homini Porcus თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Homo Homini Porcus

Homo Homini Porcus

Homo Homini Porcus
182, D. Agmasheneblis Ave., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან10
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

"Homo homini porcus" – 40 წუთი

Buried Dance Theatre, პოლონეთი 

 

იაპონური ბუტოს ცეკვა, ფიზიკური ცეკვა

 

სპექტაკლის მსახიობები:

ალექსანდრა იუჟვიაკი, შიმონ ობოლევიჩი, ოლგა მარია პეხოცკა, ანნა პრეტკა, ანნა ვარდენსკა, ალიცია ვაისკოპფი, კაროლინა ვენსიერსკა.

 

„Homo homini porcus“ არის საცეკვაო სპექტაკლი, რომელიც შთაგონებულია ჯორჯ ორუელის რომანით „ცხოველთა ფერმა“. ეს რომანი ზუსტად ამჟღავნებს მსოფლიოს მიერ შექმნილ მექანიზმებს, სავსე მდუმარე კონტროლითა და მანიპულაციით, რომლებიც იყენებენ ინდივიდებს, რომელთაც მხოლოდ ბედნიერი და მშვიდი ცხოვრება სურთ.

 

სპექტაკლი აღწერს რევოლუციის ფენომენს, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მის სისასტიკესთან. ის სვამს კითხვებს აჯანყების აზრზე, როგორც ქმედებაზე, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენი რეალობის კონსტრუქციაზე.

 

სამყაროში, რომელიც სავსეა კონტროლით, დომინაციით, უსამართლობის მუდმივი განცდით და მიმდინარე ომებით, ჩვენ გვინდა გავხსნათ სივრცე დიალოგისთვის დევნის, გამორიცხვის, უგულებელყოფის შესახებ და აუდიტორიასთან ერთად ვიფიქროთ სოციალური და პოლიტიკური შევიწროების მექანიზმებზე.

 

„Homo homini porcus“ არის ცეკვა, როგორც წინააღმდეგობის ხელოვნება და გამოცდილება, რომელიც შეაღწევს დროს, სივრცეს, ჩვენს სხეულებსა და გონებაში.

ფოტო და ვიდეო

Homo Homini Porcus

ადგილი

მოძრაობის თეატრი
«მოძრაობის თეატრის» ისტორია მისი დამფუძნებლის კახა ბაკურაძის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საქართველოში თეატრის გახსნამდე, კახა ბაკურაძე დასავლეთ ევროპაში მოღვაწეობდა და მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში 2000 წელს დაბრუნდა. თეატრალურ ინსტიტუტში, პანტომიმის გაკვეთილებს უტარებდა მომავალ მსახიობებს. 2001 წელს თეატრალურის სტუდენტებთან ერთად დადგა პირველი სპექტაკლი «რიჩარდ მესამე», რომელიც იმავე წელს შეფასებული იქნა როგორც წლის საუკეთესო ექსპერიმენტი. სტუდენტებისგან შეკრულმა დასმა სწორედ აქ დაანახა კახა ბაკურაძეს საკუთარი თეატრის ჩამოყალიებების შესაძლებლობა და დაიწყო მოგზაურობა, მოძრაობის სამყაროში. პირველი საჯარო გამოსვლები კახა ბაკურაძის დასმა, ყოველგავრი ანონსებისა და ანაზღაურების გარეშე ქუჩებში დაიწყო. მოძრაობის თეატრი მუდმივ მოძრაობაში იყო და შესაძლებლობის ფარგლებში იცვლიდა სარეპეტიციო ფართებს, საკუთარი თეატრის მშენებლობის დასრულებმადე (2013 წ.), რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელმა და დასმა, საკუთარი ხელით ააგეს. მას შემდეგ ამ შენობაში ერთი დღითაც არ შეწყვეტილა შემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც მხოლოდ თეატრალურ სპექტაკლებს არ გუსლიხმობს. კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში უამრავი შემოქმედებითი საღამო იმართენა და მათი სელექცია მხოლოდ ერთი ნიშნით ხდება - შემოქმედება უნდა იყოს საავტორო.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება