საფეხმავლო ტური ძამას ხეობაში Tour Lovers თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
საფეხმავლო ტური ძამას ხეობაში Tour Lovers

საფეხმავლო ტური ძამას ხეობაში Tour Lovers

საფეხმავლო ტური ძამას ხეობაში Tour Lovers
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან35
advertising
ქართული

აღწერა

საფეხმავლო ტური ძამას ხეობაში Tour Lovers

Tour Lovers გთავაზობთ კიდევ ერთ მაგიურ ტურს ზამთრის ძამას ხეობაში.

ზამთრის სიჩუმე, თეთრად გადაფარული ტყე და გაყინული ბატეთის ტბის განსაკუთრებული სილამაზე.

მანძილი: 6 კმ (სირთულე: საშუალო – იდეალურია ბუნების მოყვარულებისთვის)

მოსანახულებელი ადგილები:

ორთუბანის დედათა მონასტერი

სარკინეთის მონასტერი

ბატეთის ტბა (გაყინული)

დაუვიწყარი ხედები, სუფთა ჰაერი და ზამთრის ნამდვილი ემოციები.

თარიღი: 14 თებერვალი (შაბათი)

 

ღირებულებაში შედის:

დაზღვეული და კომფორტული მიკროავტობუსი (20 ადგილიანი)

გამოცდილ გიდებთან და მძღოლებთან ერთად უსაფრთხო მგზავრობა

ენერგიული და მეგობრული გუნდი

ღირებულებაში არ შედის კვება. (თავად ითვალისწინებთ სრული დღის კვებას)

ამინდის ცვლილებიდან გამომდინარე გირჩევთ თან იქონიოთ კომფორტული და თბილი ტანსაცმელი, მზისგან დამცავი კრემი, უმჯობესია ატაროთ კომფორტული ფეხსაცმელი.

იქონიეთ მეორე წყვილი ფეხსაცმელი.

ტურის თარიღს ირჩევთ თქვენ - თქვენი სურვილებისა და ამინდის მიხედვით. ჩვენ კი მზად ვართ, ნებისმიერი დღე დაუვიწყარ მოგზაურობად ვაქციოთ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ტურის მიმდინარეობისას ალკოჰოლის მოხმარება დაუშვებელია.

ღირებულებაში არ შედის კვება.

მგზავრის მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში თანხის დაბრუნება არ ხდება.

უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზატორს აქვს ტურის შეწყვეტის/გადადების უფლება.

გასვლის ადგილი: ქ. თბილისი, მ/ს დიდუბე (ზედა ამოსასვლელი).

გასვლა: 08:00 (ლოდინის დრო – 15 წუთი)

 

ფოტო და ვიდეო

საფეხმავლო ტური ძამას ხეობაში Tour Lovers

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება