ლაშქრობა აბუდელაურის ტბებზე
თარიღი: 5 ივლისი (კვირა)
გასვლა თბილისიდან: 08:00
სირთულე: 7/10
მანძილი: დაახლოებით 10 კმ
სიმაღლის მატება: 600 მ
აღმოაჩინეთ ულამაზესი აბუდელაურის ტბები — მწვანე, ლურჯი და რძისფერი ტბები, რომლებიც ჭაუხის ქედის ძირას, კლდეებს შორის იმალება. მათი ფერები და პეიზაჟები ნამდვილ ფანტასტიკურ სამყაროს მოგაგონებთ.
მარშრუტი გადის ალპურ მდელოებზე, ყვავილებით დაფარულ ფერდობებსა და შთამბეჭდავ მთის ხედებს შორის.
ლურჯ ტბასთან გავჩერდებით დასასვენებლად და პიკნიკისთვის, ამიტომ აუცილებლად წამოიღეთ საკუთარი საკვები.
რა უნდა იქონიოთ
✔️ წყალი და საკვები ლანჩისთვის
✔️ კომფორტული სალაშქრო ფეხსაცმელი და ამინდის შესაბამისი ტანსაცმელი (+15…+20°C)
✔️ საწვიმარი (მთაში ამინდი სწრაფად იცვლება)
✔️ მზისგან დამცავი კრემი (SPF)