რამდენიც არ უნდა იმოგზაურო, საქართველოში მაინც ყოველთვის მოიძებნება ადგილი, სადაც ჯერ არ ყოფილხარ. ამჯერად მივდივართ კლდეზე, რომელსაც „სიდედრის ენა“ ეწოდება, ხინკალის მთაზე — ტყესა და მინდვრებში გავივლით და რამდენიმე ძველ სამლოცველოსაც ვნახავთ, რომელთა დიდი ნაწილი უკვე ნანგრევებადაა ქცეული.
გზაზე დაგვხვდება ულამაზესი პანორამული ხედები, მათ შორის შორიდან და განსხვავებული კუთხიდან დანახული ბირთვისის კანიონი.
კვირის შუაში ლაშქრობა გინდოდათ? აი, მზად არის!
P.S. მადლობა მარის მარშრუტის იდეისთვის.
