მარშრუტი ლიკანიდან იწყება და თანდათან ბორჯომის ტყის სიღრმეში მივყავართ. ბილიკი მშვიდ, მაღალ ფიჭვებს, ნაძვებსა და წიფლებს შორის გადის. აქ უამრავი ჩრდილი, სუფთა ჰაერი და თითქმის სრული სიმშვიდეა — ხალხსაც იშვიათად შეხვდებით.
სიმაღლის მატებასთან ერთად ბორჯომის ხეობისა და გარშემო აღმართული მთების ულამაზესი ხედები იშლება. მარშრუტზე გველოდება ხანგრძლივი აღმართები, წიწვებით დაფარული ტყის ბილიკები და უფრო ღია მონაკვეთები, სადაც შეგვიძლია შევჩერდეთ, დავისვენოთ და ულამაზესი პეიზაჟებით დავტკბეთ.