ჰაიქი: გუდამაყრის ხეობა – Georgia Finder
ეს მიმართულება შემთხვევით არ ამირჩევია.
პირველ რიგში, ჩვენ ვიხილავთ ჩაუხის მთას უკნიდან — მას უკვე ვიცნობთ აბუდელაურის ტბებისა და ჯუტას მხრიდან.
მეორე მიზეზი — ჩვენ მოვხვდებით ხეობაში, სადაც იწყება შავი არაგვი.
დიახ, სწორედ ის მდინარე, რომელიც ერთიანდება თეთრ არაგვთან და რომლის წყლები გარკვეული მანძილზე არ ირევა — ქმნის ორ პარალელურ ზოლს: ერთს ღია და მეორეს მუქ ფერში.
ჩვენ აუცილებლად დავტკბებით ამ უნიკალური სანახაობით და გავაგრძელებთ გზას ჩანჩქერამდე!
